IDMAR-ი ევროპის ყველაზე დიდი ტელესკოპია. იგი სიცილიის სამხრეთით მდებარე კომუნა პორტოპალო–დი-კაპო-პასეროს სანაპიროდან მოშორებით არის ჩადგმული.
მომცრო წყალქვეშა სფეროები უსმენს და ხედავს ყველაფერს, რაც ხმელთაშუა ზღვაში ხდება და ამ ძვირფას ინფორმაციას მკვლევრებს დაუყოვნებლივ გადასცემს.
“IDMAR-ი აქედან აღმოსავლეთით 100 კილომეტრის მოშორებით არის განთავსებული და, აი, ამ სადენის მეშვეობით, რომელიც 3500 მეტრის სიღრმეზეა წყალში ჩაშვებული, გვაწვდის ინფორმაციას გეოფიზიკის, ვულკანოლოგიის, ბიოლოგიის შესახებ, გარდა ამისა, გვაჩვენებს ყველაფერს, რისგანაც სამყარო შედგება,“ – ამბობს ჯაკომო კუტონე, IDMAR-ის სამეცნიერო კოორდინატორი.
ამ ევროპულ პროექტს ეტნის მთის ძირიდან აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კატანიაში მოქმედი იტალიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი უწევს კოორდინაციას.
სიმონე ბიაჯი ლაბორატორიის მულტიდისციპლინარული გუნდის წევრია. ეს ლაბორატორია ზღვის დონიდან 3.5 კილომეტრით დაბლა მდებარეობს, ზუსტად იქ, სადაც ევროპის ტექტონიკური ფილა იკვეთება ჩრდილოეთ აფრიკის ფილასთან. IDMAR-ის საშუალებით მეცნიერები ამ სეისმური ზონის სურათების გადაღებასა და რუკის შედგენას ახერხებენ.
თუმცა მკვლევრები ჩვენს სამყაროსთან დაკავშირებით უფრო მასშტაბურ კითხვებზეც ცდილობენ პასუხის გაცემას: ისინი სწავლობენ ელემენტების ნაწილაკებს – ნეიტრონებს, რომლებიც მთელ დედამიწაზე, ზღვასა და კოსმოსში მოგზაურობენ.
„ნეიტრონებს ნამდვილად შეუძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდონ კოსმოსური სხივების წარმოშობის შესახებ,“ – განმარტავს სიმონე ბიაჯი, INFN-LNS-ის მკვლევარი. „კოსმოსური სხივები იმ ნაწილაკებისგან წარმოიშობა, რომლებითაც იბომბება დედამიწა და ჩვენ აქამდე არ ვიცით, საიდან მოდის ეს სხივები. თუ ჩვენ მათ გაზომვას დავიწყებთ და დავაკვირდებით კოსმოსიდან მოსულ ნეიტრონებს, ეს ნამდვილად დაგვეხმარება, ამოვხსნათ, ზუსტად საიდან მოვდივართ“.
IDMAR-ი 28 წრედისგან შედგება. თითოეული წრედი 18 სფეროს მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ ათასობით სენსორისაგან შედგება.
ვინ აფინანსებს IDMAR-ს?
ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 40 მილიონი ევროა, საიდანაც 19 მილიონს ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამა აფინანსებს, 1 მილიონს კი – სიცილიის რეგიონი.
#Research & #Innovation in #Sicily: #EUFunds financed a biggest submarine telescope ICECUBE able to intercept neutrinos & provide an overall overview of universe life#ERDF #INFORMEU #EUinmyregion pic.twitter.com/uNfSI8PbIB
— opencoesione.gov.it (@OpenCoesione) November 18, 2022
კატანიის პორტში მდებარე INFN-LNS-ის ლაბორატორიაში ჯუზეპინა ლაროზა IDMAR-ის სასმენ აპარატურაზე ზრუნავს. თითოეული სფერო ჰიდროფონითაა აღჭურვილი, ამიტომ ის ამჩნევს და იწერს ოკეანის ხამებს ყველა მიმართულებით. საინტერესოა, რა ჩასჩურჩულა ზღვამ აპარატს ასეთ სიღრმეზე?
“ ჩვენ ვთვლიდით, რომ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ვეშაპი აღარ ბინადრობს და მხოლოდ კაშალოტი გვხვდება,“ – ამბობს ჯუზეპინა ლაროზა, INFN-LNS-ის აკუსტიკური ფიზიკის სპეციალისტი.
„თუმცა IDMAR-ის დახმარებით აღმოვაჩინეთ, რომ ვეშაპები ისევ ბინადრობენ, მაგრამ უფრო დიდ სიღრმეში. ბგერის საშუალებით ვიცით უკვე, სად არიან და საით მიცურავენ“.
ავტორი: ავრორა ველესი