ლუვრის მუზეუმს ახალი დირექტორი ეყოლება. მუზეუმის ახალ დირექტორად ხელოვნების ისტორიკოსი და მუზეუმების გამოცდილი დირექტორი კრისტოფ ლერიბო დაინიშნა. მას მსოფლიოს ყველაზე დიდი მუზეუმის ძარცვის შემდგომი კრიზისიდან გამოყვანა მოუწევს. მისი დანიშვნის შესახებ 25 თებერვალს საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა მოდ ბრეჟომ გამოაცხადა.
„ვერსალის სასახლის დირექტორი კრისტოფე ლერიბო ლუვრის მუზეუმის პრეზიდენტ-დირექტორად დაინიშნა, სადაც მან ლორენს დე კარი შეცვალა. მას დაევალება მნიშვნელოვანი პროექტების ხელმძღვანელობა, რომლებიც ინსტიტუციის მომავლისთვის გადამწყვეტია: პირველ რიგში, ლუვრის უსაფრთხოებისა და მოდერნიზაციის უზრუნველყოფა და, მეორე, „ლუვრის ახალი რენესანსის“ პროექტის გაგრძელება“, – განაცხადა მოდ ბრეჟომ.
ხელოვნებად მცოდნე, კრისტოფე ლერიბუ წლების განმავლობაში კიდევ ერთი ფრანგული ღირსშესანიშნაობის ვერსალის სასახლის დირექტორი იყო, სადაც წლიური ბიუჯეტი 170 მილიონ ევროს შეადგენდა.
მისი წინამორბედი ლორენს დე კარი 24 თებერვალს გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზი კი ოქტომბერში მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ლუვრის მუზეუმიდა სამეფო სამკაულები მოიპარეს. მისი გადადგომის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. განცხადებაში, პრეზიდენტი ემნაუელ მაკრონი დე კარის გადადგომის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი იყო „პასუხისმგებლობის აქტი იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმს სჭირდება სიმშვიდე და ძლიერი ახალი იმპულსი მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.“
„19 ოქტომბრის ქურდობის შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს არის უზარმაზარი ჭრილობა. ამას ძალიან მძაფრად განვიცდი, როგორც ლუვრის პრეზიდენტი და დირექტორი, როგორც მემკვიდრეობის მთავარი კურატორი და როგორც უბრალოდ მოქალაქე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომხდარის მნიშვნელობას სრულად ვაცნობიერებ“, – ლორენს დე კარმა.
ლუვრის მუზეუმი 2025 წლის 19 ოქტომბერს გაძარცვეს, რაც მუზეუმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ქურდობა გახდა. დღისით განხორციელებულმა ძარცვამ მუზეუმის უსაფრთხოების ხარვეზები გამოავლინა. 88 მილიონ ევრო შეფასებული სამეფო სამკაულების მოსაპარად, კრიმინალებს რვა წუთზე ნაკლები დრო დასჭირდათ. საფრანგეთის სამმართალდამცველებმა, რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა მოპარული საგანძური კვლავ დაკარგულად ითვლება.

