კატეგორიები

აშშ-მა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამა შეაჩერა

აშშ-მა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამა შეაჩერა

აშშ-მა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამა შეაჩერა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ბრაუნის უნივერსიტეტში მოხდა, რის შედეგადაც 2 პირი დაიღუპა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, წარმოშობით პორტუგალიელი პირი, რომელიც 18 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს, აშშ-ის ტერიტორიაზე სწორედ „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამის ფარგლებში მოხვდა. მათივე ცნობით, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის გარდა, მანვე მოკლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ნუნო ლოურეირო.

აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის, კრისტი ნოემის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას მიუთითა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „კატასტროფული პროგრამა, რათა მისი საშუალებით მეტი ამერიკელი არ დაზარალებულიყო“.

ვაშინგტონის ცნობით, მხოლოდ 2025 წელს ამ პროგრამაში თითქმის ოცი მილიონი პირი მონაწილეობდა, რაც, როგორც აცხადებენ, ზრდის კრიმინალურ საფრთხეებს აშშ-ის მოქალაქეებისთვის.

 

Related news
დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება
სხვა ამბები