მთავარიკულტურაკულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა...

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

გასაოცარი ტრეისი ემინის გამოფენა, ვან გოგი ყვითელ პრიზმაში და კინომოყვარულთა საყვარელი ნიღბიანი მანიაკის დაბრუნება – აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირაში.

მართალია, თებერვალი მოკლე თვეა და სწრაფად გადის, მაგრამ დროის დანაკლისს სრულად ანაზღაურებს  ღონისძიებებით დატვირთული მიმდინარე კვირა. იქნება ეს ბრიტანელი მხატვრის ტრეისი ემინის ნეონის ნათურებით შთაგონებული ფიქრები თუ ვან-გოგის შემოქმედებაში გამოყენებული ყვითელი ფერის ტექნიკის კვლევა – ამ და სხვა მრავალი თემით დატვირთული  ახალი გამოფენები ელოდება დამთვალიერებლებს ევროპაში, რათა გაეცნონ სათაყვანებელი ხელოვანების ახალ ნამუშევრებს ან ახალი თვალით შეხედონ კარგად ნაცნობ ტილოებს.

კინოთეატრებში ბრუნდება კინომოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი ბოროტმოქმედი მოჩვენება ფილმით „კივილი 7“ (Scream 7), სატელევიზიო პლატფორმები კი მაყურებელს მაღალი საზოგადოების სასიყვარულო თავგადასავალს სთავაზობენ სერიალ   „ბრიჯერტონების“ (Bridgerton’s) მეოთხე სეზონის მეორე ნაწილის საშუალებით.

ჩვენ ასევე გირჩევთ, არ გამოგრჩეთ  რაულ პეკის Raoul Peck  ძალიან ძლიერი პოლიტიკური დოკუმენტური ფილმი „ორველი: 2+2=5“ (Orwell: 2+2=5).

მიმდინარე კვირის დანარჩენ რეკომენდაციებს უფრო დაწვრილებით შემოგთავაზებთ:

გამოფენები

ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ახალი მუზეუმის  „ტეიტ მოდერნის“ (Tate Modern) სივრცეში 27 თებერვლიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ტრეისი ემინის გამოფენა, სახელწოდებით „მეორე სიცოცხლე“ (A Second Life).

ტეიტ ემინი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარია, იგი იყო „ახალგაზრდა ბრიტანელი ხელოვანების“ (Young British Artists) მოძრაობის წამყვანი ფიგურა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა 90-იან წლებში თავისი ინსტალაციით „ჩემი საწოლი“,  რომელიც ტერნერის ჯილდოზე იყო წარდგენილი. ემინის ტკივილნარევი სინაზით სავსე, ხშირად გროტესკული ნამუშევრები არღვევენ ბარიერს ხელოვნებასა და პირად ცხოვრებას შორის. „ტეიტ მოდერნის“ მუზეუმი ემინის ყველაზე გავლენიანი ნამუშევრების შექმნიდან 40 წლისთავზე სულ სხვა კუთხიდან წარმოადგენს ამ ხელოვანის შემოქმედებას.

რაკი გაზაფხული კარს მოგვადგა და მზეს ძალა მიეცა, ყვითელი ფერი ისევ აქტუალური გახდა. ეს ფერი, რომელიც ოპტიმიზმთან და იმედთან ასოცირდება, ვან გოგის ფერთა გამის განუყოფელი ნაწილია. ვან გოგის ყვითელი, რომელიც ყველაზე მკაფიოდ წარმოჩნდა მის შედევრში „მზესუმზირები“, მხოლოდ ფერი არ ყოფილა მხატვრისთვის. ეს იყო ახალი იდეების ატმოსფერო, რომელიც იმდროინდელ უფერულ ცხოვრებას უპირისპირდებოდა. ამსტერდამის ვან-გოგის მუზეუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვან-გოგის ყვითელის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის.

მუზეუმში 17 მაისამდე გრძელდება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია1900-იანი წლების მოდის, ლიტერატურის, მუსიკისა და კიდევ სხვა სფეროების ისეთი ნიმუშები, რომლებსაც განსაკუთრებით ეტყობა ვან-გოგის ყვითელის გავლენა.

ვენის „ლეოპოლდის მუზეუმში“ (The Leopold Museum) 21 ივნისამდე იქნება რეალიზმის მიმდინარეობის პირველი წარმომადგენლის,  ცნობილი ფრანგი მხატვრის გიუსტავ კურბეს ნამუშევრების გამოფენა.

ფილმები

26 თებერვლიდან კინოთეატრებში ისევ გამოჩნდება ბევრისთვის საყვარელი საშინელებათა ჟანრის ფილმის „კივილის“ კიდევ ერთი ნაწილი „კივილი7“. მიუხედავად კრიტიკოსების სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მაინც დიდია იმედი, რომ ახალი ნაწილი გაამართლებს. ფილმში ისევ გამოჩნდებიან კარგად ნაცბობი მსახიობთა დასის წარმომადგენლები, რომლებიც სხვა  ნაწილებში თამაშობდნენ.

ბეზ ლურმენი ისევ უბრუნდება ელვის პრესლის თემას თავისი დოკუმენტური ფილმით EPiC: Elvis Presley in Concert“, რომელიც კინოთეატრებში 27 თებერვლიდან გავა.

სატელევიზიო არხები

თუ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“  ახალი ვერსიის შემდეგ ისტორიული მელოდრამები მოგენატრათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: Prime Video-ზე 26 თებერვლიდან დაიწყება  „ბრიჯერტონის“ მე-4 სეზონის მეორე ნაწილი.

27 თებერვლიდან ამავე პლატფორმაზე გელოდებათ მისტიკური დრამა Vanished. ამ ფილმის სიუჟეტი ვითარდება ერთი ქალის ირგვლივ, რომელიც რომანტიკური განმარტოების დროს გამქრალ პარტნიორს ეძებს.

მუსიკა

27 თებერვალს ბრიტანული ვირტუალური ბენდი Gorillaz, რომელმაც გასულ წელს თავისი 25-ე იუბილე იზეიმა, გამოუშვებს მეცხრე სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით „მთა“ (‘The Mountain’), რომელიც პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტია 2023 წელს გამოსული ‘Cracker Island’-ის შემდეგ. ამ ბენდის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი კარგი სიახლეა ის, რომ გაზაფხულზე  ბენდი გეგმავს გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში ტურს, რომლის ფარგლებშიც სტადიონებზე წარმოდგენებს გამართავენ.

თებერვლის ბოლო პარასკევს ასევე გამოვა Blackpink-ის  ახალი ალბომი ‘Deadline’, ბილ კალაჰანის Bill Callahan ალბომი ‘My Days of 58’,  მიცკის Mitski ალბომი – ‘Nothing’s About to Happen to Me’ და  ამერიკელი მომღერლის სემუელ ბიმის, იგივე Iron & Wine-ის ახალი ალბომი  –  ‘Hen’s Teeth’.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend