კატეგორიები

სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების — პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ხუთი პირის — სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევაა დაგეგმილი. პროცესს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე უძღვება.

ბრალდებულებს ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ასევე კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. დღევანდელ სხდომას არ ესწრება პაატა ბურჭულაძე.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ორგანიზებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით დემონსტრანტების ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა შენობის ღობე დააზიანა და ტერიტორიაზე შეიჭრა.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, თუმცა დემონსტრანტების ნაწილმა მაინც შეძლო პრეზიდენტის სასახლის ეზოს ინფრასტრუქტურის დაზიანება. ოპოზიციონერი ლიდერებისა და აქციის მონაწილეთა ნაწილი იმავე ღამეს დააკავეს, ნაწილი კი — მომდევნო დღეებში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები