მთავარიევროპარუსეთირუსი გენერალი, რომელიც საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, დაიღუპა

რუსი გენერალი, რომელიც საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, დაიღუპა

რუსი გენერალი, ფარილ სარვაროვი, რომელიც მოსკოვში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, დაიღუპა. ამის შესახებ  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა განაცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოსადგომზე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

რუსი გამომძიებლები მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურებს უკავშირებენ.

„გამომძიებლები მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დანაშაული უკრაინის სადაზვერვო სამსახურების მიერ არის ორგანიზებული“, – განაცხადა კომიტეტის პრესსპიკერმა სვეტლანა პეტრენკომ.

მისი თქმით, „გამოძიება ჩაატარებს ყველა აუცილებელ – მათ შორის სასამართლო-სამედიცინო და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტიზას. იკითხებიან მოწმეები და თვითმხილველები. ასევე, შესწავლილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.“

კიევს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 2022 წლის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ ეს მოსკოვში  მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend