მთავარიმსოფლიოაშშ-ის დაზვერვა მიუთითებს, რომ პუტინის იმპერიული მიზნები უცვლელია

აშშ-ის დაზვერვა მიუთითებს, რომ პუტინის იმპერიული მიზნები უცვლელია

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშები მიუთითებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უარი არ უთქვამს საკუთარ მიზანზე სრულად დაიპყროს უკარინა.

ამის შესახებ „როიტერს“ აშშ-ის დაზვერვასთან დაახლოებულმა ექვსმა წყარომ განუცხადა.

ეს ცნობები ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი სამშვიდობო მომლაპარაკებლების განცხადებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პუტინი კონფლიქტის დასრულებას ცდილობს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უახლესი სადაზვერვო შეფასება სექტემბრის ბოლოს არის მომზადებული.

დაზვერვის მონაცემები ასევე ეწინააღმდეგება კრემლის პოზიციას, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აშშ-ის შეფასებები ემთხვევა ევროპელი ლიდერებისა და სადაზვერვო სააგენტოების შეხედულებებს, რომელთა მიხედვითაც პუტინის მიზნებში შედის არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოებიც.

„სადაზვერვო ინფორმაცია ყოველთვის იმაზე მიუთითებს, რომ პუტინს მეტი სურს“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატმა წევრმა მაიკ კვიგლიმ „როიტერთან“ ინტერვიუში.

„ევროპელები დარწმუნებულები არიან ამაში. პოლონელები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან ამაში. ბალტიისპირეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ისინი პირველები იქნებიან“.

ამ ფონზე, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი მთელი უკრაინის ან ევროპის დასაპყრობად და ცდილობს თავიდან აიცილოს ფართომასშტაბიანი ომი ევროპასთან. კრემლმა კი დაზვერვის შეფასებები „აბსოლუტურად არასწორად“ შეაფასა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend