მძიმე მრეწველობაში CO₂-ს გამონაბოლქვისაგან იწყება თავისუფალი წარმოება, რომელიც ინდუსტრიაში რევოლუციას მოახდენს. შვედეთში ქვეყნის წამყვანმა მეტალურგიულმა ქარხანამ SSAB-მა დაუდო სათავე ამ რადიკალურ ცვლილებას. 2029 წლის ბოლომდე ეს საწარმო ე.წ. მწვანე ფოლადის ჩამოსხმას აპირებს შედარებით მცირე ზომის ქარხანაში, რომელიც ელექტრორკალური ღუმლით იქნება აღჭურვილი.
შვედეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლულეოში ბრძმედებში ფოლადს ისე ჩამოასხამენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგი აღარ გაიფრქვევა. ფოლადის წარმოება, როგორც წესი, ძალიან აბინძურებს გარემოს და კოლოსალურ პრობლემას ქმნის: ამ ფოლადის საწარმოს ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდის დასაფინანსებლად 4.5 მილიარდი ევროა საჭირო და ეს პროცესი უკვე დაიწყო.
„დღეს ლულეოში მდებარე ჩვენს კომპანიაში ჩვეულებრივი ფოლადის ჩამოსასხმელი ბრძმედი გვაქვს“, – ამბობს იონას ლევგრენი, SSAB-ის წარმოებისა და გადამუშავების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „როდესაც ლულეოში ახალ ქარხანას ავაშენებთ, საწარმოო პროცესიდან ქვანახშირს მთლიანად ამოვიღებთ და მის ნაცვლად წიაღისეული საწვავის გარეშე მიღებულ ელექტროენერგიას გამოვიყენებთ ქარხანაში შემოსული ჯართის გადასადნობად. შვედეთში ატმოსფეროში გაფრქვეული CO₂-ის მთლიან მოცულობას 7%-ით შევამცირებთ“.
ეს მეტალურგიული ქარხანა დღეში 6500 ტონა ფოლადს აწარმოებს, რაც ეიფელის კოშკის წონას უდრის. 2029 წლიდან ახალი კომპაქტური ფოლადის ქარხანა კიდევ უფრო მეტ ფოლადს აწარმოებს ისე, რომ წიაღისეულ საწვავს აღარ გამოიყენებს ელექტროენერგიის მისაღებად. ამის გამო საწარმოს ტექნოლოგიური პრობლემის გადაჭრაც მოუწევს და სტრატეგიულისაც: მუშახელი უნდა გადაამზადოს, რათა ახალი ტექნოლოგია აითვისონ.
„დღეიდან, სანამ ახალ ქარხანას არ ავამოქმედებთ, როგორმე 1100 თანამშრომელი უნდა გადავამზადოთ. პირველ რიგში, ელექტრიკოსებით დავიწყეთ“, – განმარტავს იონას ლევგრენი.

SSAB-ს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გარეშე ფოლადის წარმოების ტექნოლოგიაზე გადასვლისთვის 4.5 მილიარდი ევრო სჭირდება. აქედან 71 მილიონს ევროკავშირის „გარდამავალი ეტაპის სამართლიანი ფონდი“ (Just Transition Fund) დაფარავს და ამ თანხის ნაწილით პერსონალის გადამზადებას დააფინანსებენ.
ვიქტორია ბლომსი ფოლადის საწარმოში მექანიკოსად მუშაობდა, მაგრამ წლინახევრის წინ გადაწყვიტა, პროფესია შეეცვალა. მან ელექტრიკოსის შეგირდად გადასვლა ითხოვა და აიყვანეს კიდეც იმ 10-კაციან ჯგუფში, რომლის წვერებიც 60 კანდიდატს შორის აარჩიეს. გადამზადება, რომელიც 7 თვე გაგრძელდა, მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.

„მიყვარს ჩემი საქმე“, – ამბობს ვიქტორია. „გონებრივი შრომაც გჭირდება და ფიზიკურიც, როდესაც საქმეს ჰკიდებ ხელს, უნდა წაიკითხო გეგმა, სანამ გაზომვას დაიწყებ და საკუთარი თვალით გააკონტროლებ და გადახედავ ყველაფერს“.
შვედეთის ეკონომიკური და რეგიონული ზრდის სააგენტოს მიხედვით, რომელიც მძიმე მრეწველობის გიგანტებს მართავს, შვედეთი მისაბაძი მაგალითია ევროპაში მძიმე მრეწველობის ეკოლოგიურ გზაზე დაყენების კუთხით.
„შვედეთში უკვე მიმდინარეობს მწვანე პლატფორმაზე გადასვლის ეტაპი. 2010 წლის შემდეგ ცე-ო-ორის CO2 გამონაბოლქვის მოცულობა 30%-ით შეამცირეთ. შვედეთი მიზნად ისახავს, რომ 2045 წლისთვის კარბონნეიტრალური გახდეს“, – ამბობს კრისტინ ჰედსტემი, Tillväxtverket-ის პროგრამის მენეჯერი.
ავტორი: ავრორა ველესი

