კატეგორიები

ნიუ-იორკის მერმა სასტუმრო „ტელეგრაფში” ახალი სივრცე გახსნა

ნიუ-იორკის მერმა სასტუმრო „ტელეგრაფში” ახალი სივრცე გახსნა
ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი თბილისშია. ნიუ-იორკის მერმა სასტუმრო ტელეგრაფში გახსნა ნიუ-იორკის სუიტი – სპეციალურად შექმნილი სივრცე, რომელიც ნიუ-იორკის ენერგიას, უნიკალურ დინამიკას და გლობალურ სულს ასახავს.

ადამსი საქართველოს სილქ როუდ ჯგუფისა და USA Georgia Legacy Foundation-ის მოწვევით ესტუმრა. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალაქს, ნიუ-იორკს, შორის კულტურული და მეგობრული კავშირების გაღრმავების გზაზე.

ერიკ ადამსის სტუმრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის, როგორც კულტურული დიალოგისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის, მზარდ როლს.

ნიუ-იორკის სუიტი სასტუმრო ტელეგრაფში ორ ქალაქს, თბილისსა და ნიუ-იორკს შორის მეგობრობის სიმბოლო გახდება. მათ შემოქმედებითი სული, ამბიცია და მსოფლიოს მიმართ გახსნილობა აერთიანებს.


სასტუმრო ტელეგრაფი გახსნისთანავე გახდა თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის შეხვედრის საყვარელი ადგილი.

დაკავშირებული ამბები
ერაყში აღმოჩენილია ნავთობის ახალი მასშტაბური საბადო ევროკომისიამ ჩინური SHEIN-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სხვა ამბები