მთავარიმსოფლიოალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემები უკვე ბელარუსშია

ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემები უკვე ბელარუსშია

კრემლმა უკრაინაში სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებული პირობები წარმოადგინა. პარალელურად  18 დეკემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ რუსეთმა ქვეყანაში უახლესი ბირთვული შესაძლებლელობების მქონე რაკეტები განალაგა.

ალექსანდერ ლუკაშანკას თქმით,  საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები „ორეშნიკები“ ქვეყანაში 17 დეკემბერს ჩავიდა და უკვე საბრძოლო მორიგეობაშია ჩართული. მას დეტალებზე არ უსაუბრია,  არც ის დაუკონკრეტებია, თუ რამდენი რაკეტაა განლაგებული ქვეყნის ტერიტორიაზე.

ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე   რუსეთმა და ბელარუსმა გაავრცელეს ინფორმაციას, რომ  „ორეშნიკი“ რუსეთის მეზობელ და მოკავშირე ქვეყანაში წლის ბოლომდე განთავსდებოდა.

 

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ „ორეშნიკი“ ოფიციალურად საბრძოლო მორიგეობაში მიმდინარე თვეში შევა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

„კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, შეიარაღებული ძალები, მათ შორის დასავლეთ რუსეთში მყოფი რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი,  მზად არიან,  დაუყოვნებლივ ჩაერთონ ბრძოლაში, როგორც მეორე ეშელონი. ბელარუსი პირველი შევა. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. შემდეგ კი რუსეთი დაგვიჭერს მხარს. სწორედ ეს არის ძალების რეგიონული დაჯგუფება, რომელიც მოიცავს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღსაც, რომელიც ბელარუსში დავაბრუნეთ. გარდა ამისა, მოწინავე პოზიციები აღიჭურვა „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემით. ის 18 დეკემბრიდან უკვე ჩვენთანაა და საბრძოლო მორიგეობაშია“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend