სამხედრო ესკალაციის გარდა, ჰორმუზის სრუტე ეკონომიკური დაძაბულობის ეპიცენტრად იქცა.
სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც მსოფლიო ნავთობისა და გაზის 20%-ზე მეტის მიწოდებას უზრუნველყოფს, ბლოკირებულია, რამაც ენერგოსექტორის ბაზარზე მასშტაბური ძვრები და ფასთა დონის ცვლილება გამოიწვია.
მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილის მოწოდებები — დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და გაიხსნას ჰორმუზის სრუტე — ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებად რჩება. ამ ფონზე რჩება ერთადერთი ბერკეტი — სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლება და მხოლოდ ასეთი ფორმით ფასების დასტაბილურება, რაზეც 30-მდე ქვეყანა შეთანხმდა.
„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო-ს წევრი სახელმწიფოები 400 მილიონ ბარელ ნავთობს წარმოადგენენ. ვიმეორებ: 400 მილიონ ბარელ ნავთობს — ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შედეგად მიწოდების შეფერხებით გამოწვეული დანაკარგების ასანაზღაურებლად.
ეს მასშტაბური ზომა მიმართულია ბაზარზე რყევების შესამსუბუქებლად, მაგრამ, ცხადი რომ იყოს, ნავთობისა და ბუნებრივი აირის სტაბილური მიწოდების აღსადგენად ყველაზე მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტით ტრანზიტის განახლება“, — განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიხ ბიროლი-მა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ეს ნაბიჯი პირველი არ არის.
მსგავსად ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ბოლო 35 წლის განმავლობაში არაერთხელ მოიქცნენ — სამხედრო კონფლიქტებისა თუ სტიქიური უბედურებების დროს.
რეზერვების ამჟამინდელი გამოთავისუფლება თითქმის 183 მილიონი ბარელით მეტია, ვიდრე 2022 წლის პასუხი რუსეთი-ს მიერ უკრაინა-ში დაწყებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე.
ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე ირანი-ს დარტყმები ქმნის სახიფათო ვითარებას ენერგობაზარზე. თეირანი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ბარელის ფასმა შესაძლოა 200 აშშ დოლარს მიაღწიოს, თუკი აშშ-ისა და ისრაელი-ს სამხედრო მოქმედებები არ შეწყდება.
ბაზრის მსგავსი არასტაბილურობა სარფიანია მოსკოვისთვის, რომლის ძირითადი შემოსავალი ბუნებრივ აირსა და ნავთობზეა კონცენტრირებული — ეს კი, თავის მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის მასშტაბებს გაზრდის და დამატებით პრობლემებს შექმნის ევროპულ კონტინენტზე.
მეზობელი ქვეყნების ნავთობობიექტებზე იერიშებით თეირანი, სავარაუდოდ, ცდილობს, სწორედ ენერგოსექტორი გამოიყენოს გარკვეული შანტაჟის მექანიზმად და სპარსეთის ყურე-ს სახელმწიფოების მეშვეობით აიძულოს აშშ, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია.
მას შემდეგ, რაც ნედლეულის ღირებულებამ კვირის დასაწყისში თითქმის 120 აშშ დოლარს მიაღწია, ახლა Brent ნავთობი-ს ფასი 90-110 აშშ დოლარს შორის მერყეობს, რაც, ექსპერტების თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლოა „ახალ ნორმად“ იქცეს.
არსებული ვითარება მალევე აისახა მსოფლიო მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე — განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებულ სახელმწიფოებში საწვავზე ფასები საათობრივად იზრდება, რამაც ზოგიერთ ქვეყანაში გასამართ სადგურებზე შეფერხებები გამოიწვია.
ადგილობრივი მთავრობებიც და ექსპერტებიც მოუწოდებენ მძღოლებს, ნუ შეეცდებიან ხელოვნურად გამოიწვიონ პანიკა, რამაც შესაძლოა, ჯერჯერობით არარსებული კრიზისი რეალობად აქციოს.
ევროკომისია-ში აცხადებენ, რომ საწვავის ამოწურვა მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ევროკავშირი-ს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, ჰქონდეთ ნავთობის, სულ მცირე, 85-90 დღის სამყოფი მარაგები.
