მთავარიგადაცემებიSmart Regionsრადარული თანამგზავრი პოლონელ ფერმერებს საქმეს უადვილებს

რადარული თანამგზავრი პოლონელ ფერმერებს საქმეს უადვილებს

ჩრდილოეთ ვეროპაში აქაური კლიმატისთვის ჩვეული ხშირი ღრუბლიანობა ხელს უშლის სოფლის მეურნეობაში  დედამიწის ტრადიციული თანამგზავრების გამოყენებას. პოლონურმა კომპანიამ  Wasat-მა ამ პრობლემის გადასაჭრელად შექმნა რადარების სისტემაზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელიც ფერმერებს ეხმარება, ნაკლები სასუქი გამოიყენონ და მეტი მოსავალი მიიღონ.

სულ უფრო მეტი ფერმერი იყენებს დედამიწის თანამგზავრების მიერ კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებს საკუთარი საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით. თუმცა ჩრდილოეთ ევროპაში ხშირია მოღრუბლული ცა, რაც თანამგზავრულ სისტემას საქმიანობას ხელს უშლის. პოლონურმა კომპანიამ გამოსავალი იპოვა: თანამგზავრმა ღრუბლის მიღმა კადრის გარჩევა რომ შეძლოს, ამაში მას სინთეზური აპარტურის რადარის (Synthetic Aperture Radar) ტექნიკა ეხმარება.

“ეს ტექნოლოგია საკუთარ მიკროტალღებს გზავნის დედამიწაზე, სადაც ამ ტალღებს მინდვრების ზედაპირი აირეკლავს და უკან თანამგზავრზე გაგზავნის,“ – ამბობს მიხალ მიხალსკი, Wasat-ის დისტანციური ზონდირების ექსპერტი. „მას ფოტოების გადაღება დღისითაც შეუძლია და ღამითაც, ის ღრუბლისა და ნისლის ფენაშიც აღწევს ოპტიკური ფოტოსგან განსხვავებით, რომელსაც ღრუბელი დიდ პრობლემას უქმნის“.

ამ ტექნოლოგიის აგრონომულ ექსპერტულ ცოდნასთან დაკავშირების შედეგად კომპანია  Wasat-მა შექმნა ციფრული პლატფორმა Fertisat-ი, რომელიც ფერმერებს რეკომენდაციებს აძლევს სასუქთან დაკავშირებით და რუკებსაც აწვდის. კომპანია Farm Frites Poland-ის კუთვნილი რაფსის  ზამთრის ნათესის მენეჯერისთვის  Fertisat-ი ჩვეულებრივ სამუშაო იარაღად იქცა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ, თუ რა რაოდენობის სასუქი სჭირდება მარცვლეულს“, – განმარტავს კაროლ პიეკუტოვსკი, Farm Frites Poland-ის ფერმის მენეჯერი. „ჩვენი მიზანია სასუქის თანაბრად განაწილება მთელ ყანაში, რათა უკეთესი მოსავალი მივიღოთ. გარდა ამისა, გვინდა, თავიდან ავიცილოთ სასუქის ჭარბი დოზირება ისეთ ნათესებში, სადაც სასუქი ნაკლებად ეფექტურია. ამ გზით გარემოსაც დავიცავთ, რადგან აზოტს აღარ მივცემთ საშუალებას, რომ ნიადაგის ფენებში ღრმად ჩააღწიოს“.

გარემოს დაცვის გარდა,   Fertisat-ი ეკონომიკურ უპირატესობასაც ანიჭებს მომხმარებელს, ამბობს კომპანია Procam-ი წარმომადგენელი. Procam-ი  აგრარული საკითხების ერთ-ერთი მოწინავე საკონსულტაციო და სადისტრიბუციო კომპანიაა პოლონეთში.

“თუ რადარზე დაფუძნებულ ტექნოლოგიასა და მის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებს რამდენიმე მოსავლის მოსაყვანად გამოიყენებ, ერთ სეზონზე  სასუქის  რაოდენობა 10-15%-ით მცირდება, რაც მნიშვნელოვანი დანაზოგია“, – ამბობს მიხალ ენჯეევსკი, Procam Poland-ის პროდუქტების მენეჯერი.

Fertisat-ი რადარის მომსახურების მთლიანი ბიუჯეტი 778 800 ევროა. ამ თანხის 80% ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა. Wasat-მა მიიღო  REGIOSTARS-ის ჯილდო, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ყველაზე წარმატებულ პროექტებს ენიჭებათ. პოლონეთში მიღწეული წარმატების შემდეგ  Wasat-ი გეგმავს, რომ  Fertisat-ი მთელ ევროპაში გაიტანოს.

ბარტოშ ბუშკე,Wasat-ის მმართველი დირექტორი

“ეს ტექნოლოგია ევროკავშირში გაზრდის სოფლის მეურნეობის სექტორის მოგებას, გააუმჯობესებს ვითარებას გარემოს დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების სფეროებში“, – ამბობს ბარტოშ ბუშკე,Wasat-ის მმართველი დირექტორი.

ავტორი: დავიდე რაფალე ლობინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend