მთავარიმსოფლიოევროპაურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების ტურის ფარგლებში სერბეთს ეწვევა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების ტურის ფარგლებში სერბეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს სერბეთში ელოდებიან ბალკანეთის ტურის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი სერბეთში ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტების შემდეგ ჩავა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ყოფნისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში. მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ერთგულად მიჰყვება გაფართოების გეგმას, რადგან ეს გაერთიანების ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე ეწვია ცენტრალური ბოსნიის სოფელს, რომელიც ბოლო დროს წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.  სტიქიას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოსნიამ მიმართა ევროკავშირს, რომელმაც, სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით, დახმარება გაუწია სტიქიით დაზარალებულ ქვეყანა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend