მთავარისაზოგადოებაროგორია სასწავლო წელი მათთვის, ვინც სკოლაში ან უნივერსიტეტებში პანდემიის გამო თითქმის არასდროს...

როგორია სასწავლო წელი მათთვის, ვინც სკოლაში ან უნივერსიტეტებში პანდემიის გამო თითქმის არასდროს ყოფილა

პანდემიამ მოსწავლეები საკლასო ოთახების, ხოლო სტუდენტები აუდიტორიების მიღმა დატოვა. არადა, დისტანციური სწავლება მათთვის ერთადერთი გამოწვევა არ იყო. ამ სიუჟეტში იმ მოსწავლეებზე და სტუდენტებზე გიამბობთ, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში თითქმის არასდროს ყოფილან და თავიანთი ცხოვრების ახალი ეტაპი პანდემიის ჟამს, ყველასგან განსხვავებულად დაიწყეს.

პირველკლასელმა გვანცამ სკოლაში სულ რამდენიმე კვირა იარა, ამიტომ სკოლის და თანაკლასელების შესახებ ძალიან ცოტა იცის.

 
მის ოთახში არც ზარის დარეკვის ხმა ისმის და არც ბავშვების ჟრიამული. სკოლასთან დაკავშირებული სულ რამდენიმე მოგონება აქვს.. ისიც კორონავირუსს გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება:

გვანცა ტოგონიძე-პირველკლასელი

„ორკაციანი მერხები დაშორებული გვქონდა და ისე ვისხედით“

გვანცას დედა მის ონლაინ გაკვეთილებს მუდამ ესწრება და ამბობს, რომ სახლში ყოფნამ მისი ბავშვის ხასითიც შეცვალა და ახლა ის დედას უფრო მიეჯაჭვა ვიდრე მანამდე. მაგრამ გვანცას მთავრი კითხვა სულ სხვაა:

ანა წიკლაური- მშობელი

„ყოველი დღე იწყება კითხვით: დედა სკოლაში არ წავალ? როდის უნდა წავიდე სკოლაში?..სულ იმ ამბებს იხსენებს, რაც სკოლაში 2- 3 კვირით ყოფნისას გადახდა. „

უნივერისტეტების კარიც პანდემიასთან ერთად დაიკეტა და პირველჯკურსელების სტუდენტური ცხოვრების მიღმა დატოვა. ანა იმნაძე, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე სწავლობს, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს არასდროს დასწრებია, მისი ოცნება მხირულ, ქაოსურ და სოცოცხლით სავსე სტუდენტურ ცხოვრებაზე პანდემიის გამო ვერ ახდა. ახლაც სტუმარივითაა უნივერსიტეტის კამპუსში

ანა იმნაძე-სტუდენტი

„2020 წელი მეთორმეტე კლასელებისთვის და სტუდენტებისთვის ძალიან მძიმე გამოდგა, იმიტომ რომ ყველაფერს მოვაკლდით, იქნებოდა ეს ბოლო ზარი თუ ბანკეტი. ერთადერთი იმედი უნივერსიტეტში ჩაბარება იყო, გვეგონა აქ ახალი გარემო და ახალი ადამიანები დაგვხვდებოდნენ, ლექტორებთანაც გვექნებოდა ურთიერთობა, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდიდა, მაგრამ ესეც არ მოხდა… ბევრი ჩვენგანი საერთოდ, იმასაც ვერ ხვდება რომ სტუდენტია…“

ვიქტორიც პირველ კურსზეა და რუტინად ქცეული სასწავლო პროცესის გამო წუხს.

„სკოლის მერე მეგონა, რო უფრო ცოცხალ გარემოში აღმოვჩნდებოდი, ლექტორებთან მექნებოდა კომუნიკაცია, მაგრამ რეალურად ასე არ მოხდა. რეალობა ის არის, რომ დილით იღვიძებ, ლეპტოპის წინ ყავას დაიდგამ სამი ოთხი საათი ზიხარ ერთ ადგილას და მერე კიდევ, დავალებებს აკეთებ.“

ახლა სკოლისა და უნივერსიტის მიღმა დარჩენილ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ერთი სრუვილი აქვთ – სასწავლო სივრცეებს შორიდან აღარ უყურონ..

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend