მთავარიევროპაუკრაინარუსებმა ხერსონი რამდენჯერმე დაბომბეს - დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი

რუსებმა ხერსონი რამდენჯერმე დაბომბეს – დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი

სამხრეთ ხერსონში რუსეთის საჰაერო თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პრო-კუდინი ავრცელებს.

მისი თქმით, დაშავებულია სამი ადამიანი, აქედან ერთი პოლიციელი, ორი კი სამოქალაქო პირია.

უკრაინის დროშა, ბუნკერში დონეცკის რეგიონ – AP Photo/Mstyslav Chernov

 

რუსეთში კი ქალაქ კურსკის მერმა კვირას დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა, რადგან უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი ადმინისტრაციულ შენობას დაეჯახა და სახურავი დააზიანა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაზიანდა რუსეთის უსაფრთხოების სააგენტოს, უშიშროების ფედერალური სამსახურის კურსკის ფილიალის ოფისი.

უკრაინა ავარჯიშებს ათასობით პილოტს და აძლიერებს უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას, რათა დრონების არმია რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის წინა ხაზზე მიიყვანოს.

უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე, დონეცკის რეგიონი – AP Photo/Mstyslav Chernov

 

ერთი წლის წინ უკრაინაში თვითმფრინავების მხოლოდ შვიდი მწარმოებელი იყო. დღეს კი, გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი თვითმფრინავის მწარმოებლების რაოდენობა 80-ამდე გაიზარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას გაავრცელა კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ წვრთნიან სამხედრო ეკიპაჟებს ვერტმფრენებით. მოსკოვის შეფასებით,  ეს ადგილი სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend