კატეგორიები

ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა

ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა
Copyright AP Photo
ირანს კვლავ მიაქვს სარაკეტო იერიში ისრაელზე.

19 მარტს, დილის საათებში,  თავდასხმის შედეგად თელ-ავივში ერთი შენობა დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, ისრაელის მაგენ დევიდ ადომის სასწრაფო დახმარების სამსახურმა 19 მარტს  დილით განაცხადა, რომ სამხრეთ შარონის რეგიონში 30 წლამდე უცხოელი მუშა თავდასხმის შემდეგ ფრაგმენეტების მოხვედრის შედეგად დაიღუპა.

ისრაელის სხვადასხვა ნაწილიდანაც ვრცელდება დაზიანებული შენობების ამსახველი კადრები

ისრაელის არმიის სპიკერმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ირანი კასეტურ ბომბებს იყენებდა. მისი თქმით,  თუ ისინი დასახლებულ პუნქტებს ესხმოდნენ თავს, ეს  ომის დანაშაულად ჩაითვლება.

„ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა; ეს დადასტურებულია. მაგრამ, სამწუხაროდ, თავდაცვა ჰერმეტული არ არის. ჩვენს სისტემებს ამ რაკეტების გასანეიტრალებლად ვიყენებთ. კასეტური ბომბების გამოყენება ომის დანაშაულია, თუ ტერორისტული რეჟიმი მათ დასახლებულ ცენტრებს უმიზნებს. ჩვეულებრივი რაკეტისგან არაფრით განსხვავდება, გარდა იმისა, რომ ასაფეთქებელი იფანტება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიდა ფრონტის სარდლობის ინსტრუქციების დაცვა და საზოგადოების მდგრადობა ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტაა. ჩვენ ვიყენებთ თავდაცვის რამდენიმე ფენას, როგორც კოსმოსის მიღმა, რაკეტის ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე, ისე კოსმოსში, მიწაზე დაშვების დროს და ქობინების შემთხვევაში. სხვათა შორის, ჩვენ ასევე ვცდილობთ რაკეტის ფრაგმენტების განადგურებასაც, რადგან, როგორც ვნახეთ, ჩვეულებრივი რაკეტის ფრაგმენტებსაც კი შეუძლიათ ზიანი მიაყენოს ადამიანებსა და ქონებას. ჩვენ მათ „რკინის გუმბათისა“ და სხვა საშუალებებით ვებრძვით. არსებობს თავდაცვის რამდენიმე სახეობა. ჩვენ თავს არ ვზოგავთ მოქალაქეების დასაცავად“. - განაცხადა ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა.

ცენტრალურ ისრაელში, კერძოდ, რამათ-განში, 18 მარტს სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ეს მეორე დარტყმაა ამ არეალში, სადაც მანამდე სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ინფორმაციით, ახლო აღმოსაველთში დაწყებულ კონფლიქტს ირანში 1450, ლიბანში 960-ზე მეტი, სპარსეთის ყურის ქვეყნებში 21, ისრაელში კი 17 ადამიანი ემსხვერპლა. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ცნობით, მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვრეპლა, დაახლოებით 200 კი დაიჭრა.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს