კატეგორიები

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი ფილმს „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ გადაეცა

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი ფილმს „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ გადაეცა
Copyright AP
ამერიკის კინოაკადემიის 98 დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში პოლ ტომას ანდერსონის ფილმმა „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ გაიმარჯვა. ფილმი ჯამში 13 კატეგორიაში იყო ნომინირებული, საიდანნაც 6-ში ოსკარი დაიმსახურა. მათ შორის, ფილმის რეჟისორმა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა. 11 ნომინაციის შემდეგ კი ეს პოლ ტომას ანდერსონისთვის პირველი ოსკარია.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვართ. ამ შესანიშნავი თავგადასავლის. ჩვენს თანანომინანტებთან, კინორეჟისორებთან ერთად. და მათთან ერთად, რომლებიც შეიძლება წელს ნომინირებული არ არიან. მაგრამ წელს ძალიან ბევრი შესანიშნავი ფილმი იყო. საუკეთესო რეჟისორის ნომინაცია, რომ გავიმარჯვე დამავიწყდა მადლობა ჩემი მსახიობებისთვის გადამეხადა. ლეო, ბენისიო, ტიანა, შონ, რეჯინა და განსაკუთრებით ჩეის, ჩემი ამერიკელი გოგონა ჩეისი. შენ ამ ფილმის გული ხარ. როგორი საღამოა. მოდით მარტინი დავლიოთ. ეს მართლაც შესანიშნავია,“ - განაცხადა პოლ ტომას ანდერსონმა.

წარმატებული საღამო იყო რაიან კუგლერის ფილმისთვისაც ცოდვილნი, რომელიც რეკორდულ 16 კატეგორიაში იყო ნომინირებული. ფილმის რეჟისორმა და სცენარისტმა რაიან კუგლერმა ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის დაიმსახურა. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, მაიკლ ბ. ჯორდანმა, ბევრისთვის მოულოდნელად მის მთავარ კონკურენტად ტიმოთი შალამეს აჯობა და კარიერაში პირველი ოსკარი მოიპოვა.

„აქ მე იმ ადამიანის დამსახურებით ვდგავარ, ვინც ჩემამდე მოვიდნენ. სიდნი პორტიე, დენზელ ვაშინგტონი, ჰალი ბერი, ჯეიმი ფოქსი, ფორესტ ვიდიკერი, ვილ სმიტი. ვიყო ამ გიგანტი მსახიობების, ჩემი წინაპრების, ჩემი თანამედროვეების გვერდით მადლობა ამისთვის. მადლობა ყველას ამ ოთახში და ყველას სახლში, ვინც ჩემი კარიერის განმავლობას მხარს მიჭერდა. მე ამას ვგრძნობ. ვიცი, რომ თქვენ გსურთ, რომ წარამატებას მივაღწიო და მე მინდა ეს შევძლო, რადგან თქვენ ფსონებს ჩემზე ჩამოხვედით. მადლობა ამისთვის. მე გავაგრძელებ მუშაობას და ვეცდებით ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო,” - თქვა მაიკლ ბი ჯორდანმა.

ამერიკული კინოაკადემიის 98-ე დაჯილდოებაზე, მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში უპირობო ლიდერი იყო ჯესი ბაქლი. მან „ჰამნეტში“ შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის, BAFTA-ს, Critics Choice-ისა და მსახიობთა გილდიის შემდეგ კარიერაში პირველი ოსკარიც მოიპოვა.

„დღეს დიდი ბრიტანეთში დედის დღეა. ამიტომ მინდა ეს დედის გულში არსებულ ულამაზეს ქაოს მივუძღვნა. ჩვენ იმ ქალების შთამომავლები ვართ, რომლებიც ყველა დაბრკოლების მიუხედავად მაინც ახერხებენ შემოქმედებით ცხოვრებას. მადლობა ჩემი დაფასებისთვის. ეს ყველაზე დიდი პატივია. ვერც კი ვიჯერებ,“ - განაცხადა ჯესი ბაქლი.

საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარი, ნეტფლიქსის ჰიტს, კეიპოპ დემონებზე მონადირეებს ერგო. ანიმაციურმა ფილმმა, რომელიც 2025 წლის ყველაზე ნახვადი ფილმი იყო, საუკეთესო სიმღერის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში, დაივიდ ბორენშტეინისა და პაველ პაშა ტალანკინის ფილმა, “ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ გაიმარჯვა. ფილმი, რომელიც ოსკარზე დანიის სახელით იყო ნომინირებულია, გვითხორბს რუსეთში როგორ აღწევს აგრესიული პროპაგანდა და მილიტარიზაცია ბავშვების ცნობიერებაში და როგორ ცვლის და ამახინჯებს განათლების არსს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით მიმდინარე ოსკარის დაჯილოება ნაკლებად პოლიტიზირებული იყო, დაჯილდოების ცერემონიას პოლიტიკური განცხადებების გარეშე არ ჩაუვლია. ნომინაციის წარდგენისას ესპანელმა მსახიობმა ხავიერ ბარდემმა გამოსვლა პალესტინის მხარდაჭერი სიტყვებით დაასრულა.

„არა ომს და თავისუფლება პალესტინას!“ - განაცხადა ხავიერ ბარდემა.

ამერიკის კინოაკადემიის 98 დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე პატივი მიაგეს ამერიკელი რეჟისორის რობე რეინერისა და მსახიობის რობერტ რედფორდის ხსოვნას.

Related news
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი ფილმს „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ გადაეცა კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში