კატეგორიები

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ ორბანს არჩევნებში რუსეთის ჩარევაში ადანაშაულებს

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ ორბანს არჩევნებში რუსეთის ჩარევაში ადანაშაულებს
Copyright AP Photo
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მადიარმა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოღალატე უწოდა და ქვეყანაში 12 აპრილს ჩანიშნულ არჩევნებში რუსეთის აგენტების ჩარევაში დაადანაშაულა.

„ორბანმა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი რუსი აგენტები მოიწვია, რათა არჩევნებში ჩარეულიყვნენ და კიდევ ერთხელ წაერთმიათ ჩვენთვის ჩვენი ყველაზე წმინდა საკუთრება — უნგრული თავისუფლება, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლე გასწირეს,“ — განაცხადა პეტერ მადიარმა ბუდაპეშტის ცენტრში გამართულ აქციაზე და გააკრიტიკა ორბანის საარჩევნო ნარატივი, რომლითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად წარმოაჩენს, ხოლო ოპოზიციას — ძალად, რომელიც მზადაა ქვეყანა ომში ჩაითრიოს.

„უკან არ დავიხევთ. უნგრელი ხალხი მეტს აღარ აიტანს, რადგან ისინი არასდროს ეგუებოდნენ თავისუფლების წართმევას. სწორედ ამიტომ, 12 აპრილს ჩვენ ისეთ წარმატებას მივაღწევთ, რომ კრემლიდანაც გამოჩნდება.

ისეთ გამარჯვებას მოვიპოვებთ, რომ აქ გამოგზავნილმა აგენტებმა და პროვოკატორებმა — განსაკუთრებით კი მათმა უფროსებმა — იგრძნონ და გაიგონ: „ამხანაგებო, ყველაფერი დასრულდა! რუსებო, სახლში წადით!““

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა საკუთარი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკურ საკითხებსაც დაუთმო.

პეტერ მადიარმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა გამარჯვების შემთხვევაში მიზნად დაისახავს, დაიბრუნოს უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის დაფინანსება, რომელიც ამჟამად კორუფციასა და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო გაყინულია.

Related news
ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ ორბანს არჩევნებში რუსეთის ჩარევაში ადანაშაულებს