კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ სამხრეთკორეული პოპ-მუსიკის ჟანრის წარმომადგენელი ბიჭების ბენდი BTS-ი, კინოეკრანებზე გამოვა სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „ავე მარია“ ( 'Hail Mary') რაიან გოსლინგის მონაწილეობით, ფლორენციაში კი გაიმართება მარკ როტკოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა იტალიაში - აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირას.
სულ რაღაც ორ კვირაში დღე უკვე შესამჩნევად გაიზრდება და უფრო მეტი თავისუფალი დროც გაგვიჩნდება, რომელიც რაც შეიძლება სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. კულტურის კალენდარი ამ კვირაში საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობას შორის შეგიძლიათ მონიშნოთ ატრაქციონების პარკით შთაგონებული ხელოვნების გამოფენა, წლის ყველაზე სასურველი ე.წ. კორეული პოპის მუსიკალური ჟანრის ახალი ალბომი და სამეცნიერო-პოპულარული ბლოკბასტერი, რომელშიც მთავარ როლს რაიან გოსლინგი ასრულებს. მიმდინარე კვირაში ჩვენი რეკომენდაციები კი ასეთია:
გამოფენები
ფლორენციაში პალაცო სტროცის (Palazzo Strozzi ) საგამოფენო სივრცეში გაიმართება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხატვრის მარკ როტკოს გამოფენა, რომელიც 23 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს იტალიაში როტიკოს ნამუშევრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც მოიცავს როტკოს კარიერას გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან 60-იან წლების ჩათვლით და მისი შემოქმედების ევოლუციას წარმოაჩენს.
ლუქსემბურგში დიდი ჰერცოგის ჟანას სახელობის თანამედროვე ხელოვნების გალეერაში, რომელსაც შემოკლებით MUDAM-ს უწოდებენ, 20 მარტიდან 23 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება იაპონური წარმოშობის ბრიტანელი ხელოვანის საიმონ ფუძივარას გამოფენა, სახელწოდებით „სრულიად ახალი სამყარო“ (A Whole New World).
ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ატრაქციონების პარკის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს მნახველს, სამყაროში, რომელიც ამსხვრევს დროისა და სივრცის საზღვრებს და მხოლოდ განცდას ტოვებს.
ბრაზილიელი ხელოვანის ანა-მარია მაიოლინოს თიხის ფიგურების გამოფენას უმასპინძლებს ლისაბონის ხელოვნების, არქიტექტურისა და ტექნოლოგიების მუზეუმი ე.წ. MAAT-ი. გამოფენა, სახელწოდებით „პოეტური დედამიწა“ '(Poetic Earth') 25 მარტს გაიხსნება და 31 აგვისტომდე გასტანს.
ფილმები
ევროპის კინოთეატრებში 19 მარტიდან გამოვა სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „პროექტი ავე მარია“ (Project Hail Mary), რომლის მთავარი გმირი, მომხიბლავი სკოლის მასწავლებლი (რაიან გოსლინგის შესრულებით), დაუმეგობრდება უცხოპლანეტელ ობობას, რათა გადაარჩინოს მზე და პლანეტა დედამიწა. ფილმი კინორეჟისორების ცნობილი დუეტის ფილ ლორდისა და ქრისტოფერ მილერის ერთობლივი ნამუშევარია. როდესაც ამ ფილმის ტრეილერი პირველად გამოვიდა, ყველა რეკორდი მოხსნა, ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ის წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი იქნება.
20 მარტს ეკრანებზე გამოვა 2019 წელს გამოსული საშინელებათა ჟანრის ცნობილი ფილმის“ _Ready or Not : Here I Come“-ის _გაგრძელება „Ready or Not 2: Here I Come“, რომელშიც მთავარი გმირი ქალის როლს ისევ სამარა უივინგი (Samara Weaving) ასრულებს და რომელიც ისევ სავსეა სისხლიანი სცენებით.
ტელესერიალები
Apple TV+ პლატფორმაზე 18 მარტიდან დაიწყება სერიალი „ნაკლიანი ქალები“ ( Imperfect Women), რომლის სიუჟეტიც ქალების მეგობრობის ფსიქოლოგიის ფარულ მხარეებს წარმოაჩენს. სერიალის სიუჟეტი არამინტა ჰოლის იმავე სახელწოდების წიგნის ფაბულას ეყრდნობა.
22 მარტიდან (ამერიკის შეერთებულ შტატებში) HBO-სა and Max-ზე დაიწყება კომედიური ტელესერიალი „დაბრუნება“ (The Comeback), რომლის მთავრი გმირიც (ლიზა კუდროუს შესრულებით) თავისი კარიერის განვითარებას ცდილობს. 18 მარტიდან კი Prime video-ს პლატფორმაზე დაიწყება სუპერგმირების ანიმაციური ფილმის „უძლეველების“ (Invincible) მეოთხე სეზონი.
მუსიკა
20 მარტს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პოპმუსიკის მოყვარულები ისევ მოისმენენ სამხრეთკორეული პოპის ჟანრის წარმომადგენლი ბენდის BTS-ის ახალ ალბომს, სახელწოდებით „Arirang“-ი. ეს ალბათ წლის ყველაზე სასურველი ალბომია, რომელსაც ამ ჟანრის მოყვარულნი დიდი ხანი ელოდებოდნენ, რადგან ბენდის წევრმა ბიჭებმა გაიარეს სავალდებული სამხედრო სამსახური სამხრეთ კორეაში და ისევ შეიკრიბნენ. ალბომის სახელწოდება „Arirang“-ი ბენდმა კორეული ხალხური სიმღერიდან აიღო. მისი მთავარი თემაც სწორედ ტრადიციული მუსიკის ირგვლივ იშლება და აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მუსიკამ დააკავშიროს მრავალი თაობა.
20 მარტს ასევე გამოდის ამერიკული ბენდის „Hurray for the Riff Raff““-ის ახალი კოლექტიური ალბომი, რომელიც ბენდის 2025 წლის ცოცხალი კონცერტების ჩანაწერებს მოიცავს. უკვე გამოსულია ბრიტანელი მუსიკოსის ჯეიმზ ბლეიკის მე-7 სტუდიური ალბომი, სახელწოდებით 'Trying Times'.
წიგნები
უკვე გამოიცა ლიტერატურაში ნობელის პრემიის პირველი სამხრეთკორეელი ლაურეატი მწერალი ქალის ჰან კანის ახალი წიგნი „სინათლის ძაფი“ ( „Light and Thread“), რომელიც ავტორის ესეების, ლექსებისა და დღიურის ახალი რჩეულია.
დეივიდ ლინჩის მოყვარულთა საყურადღებოდ: გამოიცა სკოტ მესლოუს წიგნი „ადგილი, რომელიც ერთდროულად მშვენიერიცაა და უცნაურიც: „ტვინ პიქსის“ არაჩვეულებრივი და გაუმხელელი ამბავი“ ('A Place Both Wonderful and Strange: The Extraordinary Untold History of Twin Peaks').
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
