17 მარტს კუბის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. კუნძულზე კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ენერგოკრიზისი, რომელიც დონალდ ტრამპის ენერგობლოკადას მოჰყვა.
ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა საავადმყოფოებსა და კუნძულის 11-მილიონიანი მოსახლეობის ნაწილს. თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ელექტროენერგია შესაძლოა კვლავ გაითიშოს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მუდმივი გათიშვა სიტუაციას კიდეც უფრო ართულებს.
„ჩვენ ხანდაზმულები ვართ, ორივე 70 წელს გადაცილებული. ჩემი ცოლიც ავადაა; საჭმელი გაგვიფუჭდა. ახლა ქათამს ვხარშავ, რომ რამე შევინახო, რადგან სიტუაცია ძალიან მძიმეა“. - ამბობს პენსიონერი პედრო რამოსი.
კუბის მოძველებული ელექტროქსელი ბოლო წლებში შეფერხებით მუშაობს, რაც ყოველდღიურ და მასშტაბურა გათიშვას იწვევს.
ვენესუელიდან ნავთობის მიწოდება იანვრის დასაწყისიდან შეწყდა, როცა შეერთებულმა შტატებმა სამხრეთამერიკულ ქვეყანას შეუტია და მისი მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა.
თუ ენერგეტიკული ბლოკადა მას შემდეგ შეიქმნა, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან.
გასულ კვირას კუბის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო 16 მარტს ტრამპმა ახალი მუქარა გაავრცელა. იგი დარწმუნებულია, რომ კუბის აღების პატივი სწორედ მას ექნება.
