კატეგორიები

ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ

ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ
Copyright AP
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მოახლოებული საპარლამენტი არჩევნები გადამწყვეტია და რომ 12 აპრილს უნგრელ ხალხს მხოლოდ პარლამენტისა და მთავრობის არჩევა კი არა, ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

„უნდა ავირჩიოთ, ვინ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა - მე თუ ვოლოდიმირ ზელენსკიმ? მე ჩემს კანდიდატურას გთავაზობთ“, - თქვა ორბანმა 1848 წლის რევოლუციის დღისადმი მიძღვნილ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ორბანმა უკრაინა საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კიევი ოპოზიციასა და ევროკავშირთან ერთან მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე მუშაობს.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს შვილებს და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი დროშის ფერები უკრაინული ან ცისარტყელას ფერებით შეიცვალოს. დიდხანს სიცოცხლე უნგრულ თავისუფლებას!

ხედავთ უკრაინელებს? ხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის? ეს უნგრელების ათასწლოვანი სახელმწიფოა. და ფიქრობთ, რომ ნავთობის ბლოკადით, შანტაჟით და ჩვენს ლიდერებზე დამუქრებით შეგვაშინებთ?

კიდევ ერთხელ გვიდგას დრთული დრო. ომი მოგვიახლოცდა. ბრიუსელმა უკრაინის ომი საკუთარ თავზე აიღო და ახლა ბრძოლისთვის ემზადება - უკვე  ომის ეკონომიკაზე გადავიდა. მათ არ სურთ პრობლემების თავიდან აცილება, არამედ პირდაპირ მისკენ მიდიან. მეტი იარაღი, მეტი ფული, მეტი ჯარისკაცი.

ჩვენ არ გვინდოდა, რომ ჩვენი შვილების დედებს უცხო მიწაზე, უცხო დროშების ქვეშ დაემარხათ თავიანთი შვილები. დროა კიევმაც და ბრიუსელმაც გაიგონ, რომ ჩვენი შვილები უკრაინისთვის არ მოკვდებიან - ისინი უნგრეთისთვის იცხოვრებენ.

მეგობრებო! 12 აპრილს უნგრელები გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე ამ საქმეში გამოცდილი ვარ. იმდენი ხანია ვიბრძვი, რომ ვიცი, როდის ვდგავართ მართლაც რთული და მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე. 28 დღეში ასეთი არჩევნები გვექნება. ჩვენ მხოლოდ პარლამენტსა და მთავრობას კი არ ვირჩევთ -  ვირჩევთ ჩვენს და იმ უნგრელების ბედსაც, რომლებიც ჩვენს შემდეგ მოვლენ. ჩვენ გზაჯვარედინზე ვდგავართ.“

მე გზაჯვარედინზე ვიდექი მაშინ, როცა ბრიუსელს ომზე უარი ვუთხარი. და ახლა თქვენთან ერთადაც გზაჯვარედინზე ვდგავარ, როცა უკრაინელებს ვეუბნები არას. უნდა ავირჩიოთ, ვინ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა - მე თუ ვოლოდიმირ ზელენსკიმ? საჭირო მოკრძალებით, რეკომენდაციას ჩემს კანდიდატურას ვუწევ“.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. პეტერ მადიარის „ტისა“, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების უმეტესობის თანახმად, ორბანის „ფიდესს“ უსწრებს. ვიქტორ ორბანის პარტია უნგრეთს 2010 წლიდან აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობით მართავს.

Related news
ორბანი აცხადებს, რომ 12 აპრილს უნგრელები არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის გააკეთებენ უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ ორბანს არჩევნებში რუსეთის ჩარევაში ადანაშაულებს