კატეგორიები

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში  არ შედის“
Copyright AP Photo
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ირანს აქვს უფლება, მიზანში ამოიღოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები.

ამასთან, ისმაელ ბაღაი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე პასუხისმგებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს აკისრებს და ამბობს, რომ ირანს სრუტეში შეფერხებების წარმოქმნა არ სურს.

„ვფიქრობ, უკვე ყველასთვის, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებისთვის, ნათელი გახდა, რომ მათ ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფნა არა უსაფრთხოებას, არამედ დაუცველობას იწვევს. ეს მათთვის ტვირთად იქცა. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ანგრევს და განხეთქილებას ქმნის. დარწმუნებული ვარ, ისტორია ნამდვილად კარგად არ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ წმინდა რამადანის თვეში ჩვენს რეგიონში მეზობელი მუსლიმური ქვეყნების ტერიტორიები ბოროტად გამოიყენება სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუსლიმურ ქვეყანაზე თავდასხმისთვის.

ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება შესაძლოა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. ჩვენი უსაფრთხოება მთელი რეგიონის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ირანს არ სურს, რომ რეგიონი დაუცველი გახდეს, რადგან ჩვენ ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზი გვაქვს როგორც სპარსეთის ყურეზე, ასევე ომანის ზღვაზე. ირანი ყოველთვის იყო ჰორმუზის სრუტის მცველი.

საერთაშორისო სამართლითა და ელემენტარული ლოგიკით, ქვეყანა, რომელიც სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, უფლებამოსილი და ვალდებულიც კია, დაიცვას საკუთარი თავი და ტერიტორიული მთლიანობა და სამხედრო თავდასხმისთვის გამოყენებული ყველა საშუალება და ინფრასტრუქტურა ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნიოს.“

ეს განცხადებები ისმაელ ბაღაიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე ზეწოლისთვის ჩაკეტილი უნდა დარჩეს.

Related news
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“ ახალმა აიათოლამ რევანში დააანონსა, ირანის სულიერი ლიდერის პირველი მიმართვა