მთავარიევროპაუკრაინაფრონტის ხაზი უკრაინაში: კონტრშეტევა ბახმუტის მიმართულებით გრძელდება

ფრონტის ხაზი უკრაინაში: კონტრშეტევა ბახმუტის მიმართულებით გრძელდება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე, დასახლებული პუნქტის – რობოტინოს ფლანგზე კვლავ წინ წაიწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის უწყება და ომის შესწავლის ინსტიტუტი ავრცელებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით კონტრშეტევა ბახმუტის მიმართულებითაც გრძელდება. პარალელურად კი ჩრდილო აღმოსავლეთ ფრონტზე გრძელდება რუსული არმიის იერიშების შეჩერება.

ომის შესწავლის ინსტიტუტი რუს სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით, დამატებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრონტის მთელ პერიმეტრზე საოკუპაციო ძალები აღჭურვილობის დანაკლისს განიცდიან და რომ რუსი სამხედროების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია.

იგივეს წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი საკუთარ ტელეგრამ არხზე. მალიარის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსულ სამხედრო შენაერთებში გაზრდილია ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლიზმისა და დეზერტირობის რიცხვი.

რაც შეეხება საბრძოლო დაპირისპირების სტატისტიკას, უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით გასულ დღეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 43 საავიაციო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 45 იერიში მიიტანა. მნიშვნელოვანი დანაკარგებია რუსულ სამხედრო შენაერთებშიც:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend