მთავარიაფრიკასუდანისუდანში დაპირისპირებას 480-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სუდანში დაპირისპირებას 480-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სუდანის დედაქალაქი ხარტუმი კვამლშია გახვეული.  დაპირისპირებული მხარეები კი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებებს მართავენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. გასულ კვირას დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს 480-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 2500-ზე მეტი კი დაიჭრა.

დაპირისპირების გამო ყველაზე მეტად ზარალდებიან საბრძოლო მოქმედების არეალში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთაც გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

დახმარება სჭირდებათ მათაც, ვინც ქალაქის დატოვება მოახერხა.   ასობით სუდანელი ქვეყნის საზღვარზე დგას გრძელ რიგში. გაეროში აცხადებენ, რომ საჭიროა 445 მილიონი დოლარის მობილიზება, რომ საბრძოლო მოქმედებებს გამოქცეულმა ლტოლვილებმა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში თავის გატანა შეძლონ.

დუბაიში კი სუდანისთვის განკუთვნილი დახმარება თვითმფრინავში იტვირთება. ეს მხოლოდ დასაწყისია, თუმცა გაეროში აცხადებენ, რომ სუდანსა და მის გარშემო შექმნილი ვითარება ძალიან მძიმეა. მათი აზრით,  სამშვიდობო მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, რადგან ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ  ამ ბრძოლაში თავად მოიპოვებს გამარჯვებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend