იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა დღეს კიევს ეწვევა, სადაც ის მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან. მან უკვე დატოვა ინდოეთი, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის შეხვდა, რის შემდეგაც იაპონიის პრემიერმა მოულოდნელად გადაწყვიტა უკრაინაში ვიზიტი.
იაპონია დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
ფუმიო კიშიდას ვიზიტი იქნება პირველი პრეცედენტი „მეორე მსოფლიო ომის“ შემდეგ, როდესაც იაპონიის პრემიერი ეწვევა ქვეყანას ან რეგიონს, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.