მთავარიაზიაჩინეთიტაივანში "ჩინური საჰაერო ბუშტი" ჩამოაგდეს

ტაივანში “ჩინური საჰაერო ბუშტი” ჩამოაგდეს

ტაივანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური ეგრეთ წოდებული ამინდის ბუშტი, მათი ქვეყნის ერთ-ერთ კუნძულზე დაეშვა.

მათივე განცხადებით, ეს შემთხვევა ადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც აშშ-ში გაამახვილეს ყურადღება, რომ ჩინეთმა მთელ მსოფლიოში გაუშვა ჯაშუშური მოწყობილობები. ტაივანის თავდაცვის მინისტრის ჩიუ კუო-ჩენგის განცხადებით, სამძებრო ჯგუფი უკვე გაგზავნილია საჰაერო ბუშტის დეტალების მოსაძებნად. ჯერჯერობით ამ საკითხზე, ჩინეთში განცხადება არ გაუკეთებიათ.

„ჩვენ ამ ჩინური ბუშტის ნამსხვრევების ნაწილი გუშინ ვიპოვეთ შუადღისას. მანამდე, სანამ ჩამოვარდებოდა, ჩვენმა სამხედროებმა ის ჰაერშიც შეამჩნიეს. ფორმით ამინდის ბუშტს ჰგავს, მაგრამ დიდი ალბათობით ის სხვა სტანდარტებით და მიზნისთვის არის დამზადებული. როდესაც ნამსხვრევების დეტალებს შევაგროვებთ, შემდეგ შევისწავლით“, – განაცხადა ტაივანის თავდაცვის მინისტრმა ჩიუ კუო-ჩენგიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend