მთავარისაქართველოსაქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებული ორი პაციენტის კონტაქტებს იკვლევენ

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებული ორი პაციენტის კონტაქტებს იკვლევენ

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილია ახალი შტამის ორი შემთხვევა. ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთში. ინფიცირებულები იზოლირებულები არიან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენჯერმე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ იყო საეჭვო შემთხვევები ქვეყენაში, დაახლოებით, ათამდე შემთხვევას ვიკვლევდით, უმრავლესობაში დადგინდა ისევ ამ ათივე შემთხვევაში როგორც სპეციფიკური PCR ტესტებით, ისე სეკვენირებით, რომ ისინი იყო დელტა და დელტა პლუსი, და ორ შემთხვევაში ჩვენ დავადასტურეთ „ომიკრონის“ არსებობა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსისომიკრონ“ ვარიანტი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს გამოვლინდა. ამ ვარიანტს მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ და ამ დროისთვის უცნობია, სხვა შტამებთან შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ არა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, „ომიკრონი“, სხვა შტამებთან შედარებით, ძალიან სწრაფად ვრცელდება.

“ომიკრონს” ახასიათებს შედარებით სწრაფი გავრცელება. აქამდე არსებულ ყველა შტამთან შედარებით, ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება, რაც მის ეპიდემიოლოგიურ პოტენციალს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ქმნის იმის საფრთხესა და ალბათობას, რომ იგი შეძლებს, მალე გახდეს დომინანტური და ძალიან სწრაფად გავრცელდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აქამდე ბევრ ქვეყანაში იყო გავრცელებული, დღეს უკვე საქართველოშიც გამოვლინდა. ასევე ახასიათებს, როგორც ამას მონაცემები ცხადჰყოფს, თუმცა ამას ჯერ კიდევ სჭირდება შემდგომი შესწავლა, დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმები უფრო მეტი აქვს. სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ვირულენტობა თითქოს შეუმცირდა“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ახლა, როცა „ომიკრონი“ მსოფლიოს უტევს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები არა მხოლოდ ორი, არამედ ე.წ. ბუსტერ დოზითაც აიცრან.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend