მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნების ნაწილი კოვიდშეზღუდვებს ამკაცრებს

ევროპის ქვეყნების ნაწილი კოვიდშეზღუდვებს ამკაცრებს

ნიდერლანდებში ყველაფერი თავიდან იწყება… კოროვირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდისა და გადატვირთული საავადმყოფოების გამო მთავრობა კოვიდშეზღუდვებს ხელახლა აწესებს, მათ შორის კვლავ სავალდებულოა საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება და სახლიდან მუშაობა – კვირაში ერთხელ მაინც.

”ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ამ საღამოს კვლავ გავამკაცრებთ შეზღუდვებს. სამწუხაროდ, ახლა უფრო მეტ ადამიანს უნდა ვთხოვოთ, დაიცვან რეგულაციები, რადგან ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ჰოსპიტლებში ადგილი აღარაა“, – განაცხადა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ.

ამ კვირის ბოლოდან  ე.წ. „ჯანმრთელობის საშვის“ წარდგენა კვლავ სავალდებულო გახდება მუზეუმებში, ზოოპარკებში, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში შესასვლელად. –  კაფეებსა და რესტორნებში ეს რეგულაციები ისედაც მოქმედებდა.

„ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ სხვა გზა არ არის. მგონია, რომ ჩვენ თავად გამოვიწვიეთ ეს ყველაფერი, ჩვენი გაუთვალისწინებლობითა და უგულებელყოფით. ახლა ასეთი მძიმე შედეგი დაგვიდგა. ჩვენ სულ მცირე იმ მაჩვენებელს უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც შეზღუდვების მოხსნისას გვქონდა“, – მიიჩნევს მარკ რუტე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, ქვეყანაში სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ახალმა რეგულაციებმა მოსახლეობის პოლარიზაცია გამოიწვია – ზოგი ემხრობა შეზღუდვების გამკაცრებას, ზოგი კი ხელისუფლებას ამის გამო მკაცრად აკრიტიკებს.

ამავდროულად,  ბულგარეთში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა  მოსახლეობას მოსთხოვა, დროული ვაქცინაცია ჩაიტაროს. ბოლო მონაცემებით, ბულგარეთში ვირუსისგან კიდევ 210 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა 90% არც ერთი დოზით არ იყო აცრილი.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, ბულგარეთში ზრდასრულთა მხოლოდ 25.5% არის სრულად აცრილი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend