მთავარიმსოფლიო„ჰამასის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ისრაელთან მორიგ ომს არ გამორიცხავს

„ჰამასის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ისრაელთან მორიგ ომს არ გამორიცხავს

დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ღაზი ჰამადი აცხადებს, რომ ისრაელთან ბრძოლა გაგრძელდება, სანამ პალესტინელები სტაბილურობას არ მიაღწევენ.  მიმდინარე წელს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მომხდარმა 11-დღიანმა კონფლიქტმა ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი ნგრევა და ისრაელში არაერთი შეფერხება გამოიწვია. გარდაიცვალა 250 ადამიანი. ეგვიპტის ჩართულობით მიაღწიეს  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელზეც ჯერ კიდევ გრძელდება მუშაობა. „სკაი ნიუსთან“ საუბარში ღაზი ჰამადმა არ გამორიცხა ისრაელთან მორიგი ომი და განაცხადა, რომ მათ გამარჯვების მოპოვების შანსი აქვთ.

ღაზი ჰამადი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ისრაელის დამარცხება და მათთვის დიდი დარტყმის მიყენება. ეს მათ ადრეც არაერთხელ გაუკეთებიათ. მისი თქმით, მსხვერპლი მათაც ჰყავთ. ისრაელს შეუძლია, გაანადგუროს ღაზის სექტორში ყველაფერი, თუმცა ისინი ვერასოდეს იქნებიან მშვიდად, სანამ პალესტინელები  სტაბილურობას არ მიაღწევენ.

„ჰამასი“ კი აქტიურად ცდილობს, დაასრულოს ის ბლოკადა, რომელმაც ღაზის ეკონომიკა ასე დააზარალა. ამავდროულად, ისრაელი მოითხოვს 2 დატყვევებული მოქალაქისა და 2 გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედრის გადაცემას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend