მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარებას დათანხმდა

ამერიკაში საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაბარების პროცესი იწყება. ამერიკის შერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალაუფლების გადაბარების ოფიციალური პროცედურის დაწყებას დათანხმდა, რაც ჯო ბაიდენსა და მის გუნდს შესაძლებლობას მისცემს, ფინანსებსა და საიდუმლო ბრიფინგებზე წვდომა ჰქონდეთ.

დონალდ ტრამპმა  ტვიტერზე დაწერა, რომ ფედერალური სამსახურის უფროსს ემილი მერფის, რომელმაც ძალაუფლების გადაბარებას უნდა უხელმძღვანელოს, ავიწროებენ და ემუქრებიან. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იგი მთელ სამსახურს ურჩევს, გააკეთონ ის, რასაც კანონი ითვალისწინებს:

„მინდა, მადლობა გადავუხადო ემილი მერფის მონდომებისა და თავდადებისთვის. მას ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ და არ მინდა, რომ ეს მუქარა შეეხოს მას, მის ოჯახსა და თანამშრომლებს. ბრძოლა გრძელდება და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ემილისა და მის გუნდს ვურჩიე, რომ ყველაფერი თავდაპირველი პროტოკოლის მიხედვით გააკეთონ. ჩემს გუნდსაც იგივე ვუთხარი.“

ემილი მერფი, რომელიც ტრამპს უჭერს მხარს,  თავის წერილში ბაიდენს არჩეულ პრეზიდენტად არ მოიხსენიებს, თუმცა წერს, რომ იგი აშკარად გამარჯვებულია.

ტრამპი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დასაზუსტებლად სამართლებლივ ბრძოლას გააგრძლებს. თუმცა ტრამპის ზოგიერთი თანაპარტიელი და ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს აიძულებენ, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიჩიგანის შტატშიც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რაც ტრამპისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. მოსამართლეები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრების მიღებაზეც კი უარს ამბობენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend