კატეგორიები

უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას

უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ  „დრუჟბის“ შემოწმებას
Copyright Reuters
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ 17 მარტს განაცხადეს, რომ უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ  „დრუჟბის“ გარე შემოწმებას, რასაც ევროკავშირი დააფინანსებს.

განცხადება  გავრცელდა ორი დღით ადრე, სანამ ევროპელი ლიდერები ბრიუსელში სამიტის ფარგლებში შეიკრიბებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ დაძლევენ უნგრეთის ვეტოს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხთან დაკავშირებით.

ჩვენ უკრაინის ხელისუფლებას შევთავაზეთ ტექნიკური და ფინანსური დახმარება, რაზეც უკრაინა დაგვთანხმდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ექსპერტი მზადაა, უკრაინაში გაემგზავროს. - ევროკომისიის სპიკერი, პაულა პინო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მილსადენი, რომელშიც იაფი რუსული ნავთობი მიედინება, გამართულია და მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად არის შეჩერებული, რათა გავლენა იქონიოს 12 აპრილს უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებზე.

გასულ უქმეებზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეები ზეწოლას აძლიერებენ მილსადენის ხელახალა ამუშავების თაობაზე. მისი თქმით, „დრუჟბის“ მილსადენის მუშაობის აღდეგნა ცუდი იდეაა, თუმცა, დასძენს, რომ ეს მხოლოდ  მისი პირადი აზრია.

ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიუ კოშტას გაუგზვნა წერილი, რომელშიც ამბობს, რომ  ორბანის ბრალდებები უსაფუძვლოა, შეფერხება კი  იანვრის ბოლოს რუსეთის მიერ მილსადენსა და მის მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით იყო გამოწვეული.

უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ ნავთობის ნაკადის უზრუნველსაყოფად სატუმბი სადგურის სარემონტო სამუშაოებს თვე-ნახევარი დასჭირდება. მთავარია, მოსკოვმა ახალი იერიში არ მიიტანოს.

ევროკომისიაში არ დაუკონკრეტებიათ,  მილსადენის შესაკეთებლად კიევს რა თანხას გამოუყოფენ.  ფაქტების დამდგენი მისია უკვე მზადდება და შესაძლოა,  უკრაინაში უახლოეს დღეებში გაემგზავროს.

Related news
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება