20 ნოემბერი მსოფლიოს ბავშვთა დღეა. 1989 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, სწორედ ამ დღეს ბავშვის უფლებათა კონვენცია მიიღო. ეს დღე გამოკვეთს ყველაზე მწვავე საკითხებს, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე და მათ საკუთარი უფლებების დასაცავად ძალას აძლევს. „ჩემი დღე. ჩემი უფლებები“ – ასეთია წლევანდელი 20 ნოემბრის თემა. ამ საკითხზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ და UNICEF-ის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტმა, ქეთი მელიქაძემ ისაუბრეს.

