17-24 ნოემბერს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. მის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი და დაინტერესებული მხარეები ერთიანდებიან, რათა აივ ინფექციასა და ჰეპატიტების შესახებ საზოგადოების ცნობიერება გაზარდონ.
ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად საქართველოც უერთდება.
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით თბილისსა და რეგიონებში გეგმავს მობილური ამბულატორიების საშუალებით ზოგად პოპულაციაში უფასო ტესტირებას აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე სწრაფი ტესტით. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ორგანიზაციის „ახალი ვექტორი” აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა აბესაძემ ისაუბრა.

