საქართველო დეკემბერში მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებასა და მსოფლიო თასს უმასპინძლებს.
6–7 დეკემბერს თბილისში ერთ-ერთი მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი და მსოფლიო თასი 2025 გაიმართება.
მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრება 84 ქვეყნის 1,500 მოსწავლესა და 4,000-ზე მეტ სტუმარს გააერთიანებს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება საქართველოს პოპულარიზაციისთვის გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში, ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში UCMAS საქართველოს ფრენჩაიზის მფლობელმა საჰარ ჰარბიმ ისაუბრა.

