მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უნგრეთის პრემიერს უმასპინძლა

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უნგრეთის პრემიერს უმასპინძლა

თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა და ვიქტორ ორბანმა რამდენიმე საკითხი განიხილეს.

საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრას ბუდაპეშტში, ასევე რუსული ნავთობის შეძენაზე ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხს.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას გაუარესდა:

„დემოკრატების მმართველობისას, ყველაფერი განადგურდა, რაც იყო დაკავშირებული ამერიკისა და უნგრეთის ურთიერთობასთან. მას შემდეგ, რაც თქვენ დატოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ყველაფერი გაუქმდა და ბევრი ზიანი მოგვადგა წინა ადმინისტრაციისგან. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რაც თქვენ ბოლო 10 თვის განმავლობაში გააკეთეთ. თქვენ ყველაფერი გამოასწორეთ, აღადგინეთ ძველი ურთიერთობები. ახლა ვართ იმ დონეზე, როდესაც შეგვიძლია, ახალი თავი დავიწყოთ ორმხრივ ურთიერთობებში…

სიცხადისთვის მინდა ვთქვა, რომ აქ არ ვარ, პრეზიდენტ ტრამპს ვთხოვო დახმარება ევროკავშირში კონფლიქტების მოგვარებაში. ეს ჩვენი საქმეა და ამას გავაკეთებთ. რაც გვჭირდება, ეს არის ამერიკასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ოქროს ხანის დაწყება…

ევროპის პრემიერ-მინისტრებს შორის მე ამ თანამდებობას ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ვინარჩუნებ. მე გავუძელი სხვა პრემიერებს, რომლებიც თავს გვესხმოდნენ ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ, წარმატებულად გავუმკლავდეთ სხვა სირთულეებსაც…“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, მისი ხელისუფლების გარდა, ევროპის ყველა სხვა მთავრობა არის „მემარცხენე ლიბერალების“. საკუთარ ქვეყანას ვიქტორ ორბანი უწოდებს „ევროპის განსხვავებულობის განსაკუთრებულ კუნძულს ლიბერალიზმის ოკეანეში“:

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ ევროპის ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს მიიჩნევს თანამედროვე ქრისტიანულ მთავრობად. ყველა სხვა დანარჩენი ხელისუფლება ევროპაში არის მემარცხენე ლიბერალების. 2010 წლიდან ვცდილობთ, გავაკეთოთ სხვებისგან განსხვავებული რამ, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, ევროპის განსხვავებულობის განსაკუთრებული კუნძული ლიბერალიზმის ოკეანეში. საკუთარ თავს მივიჩნევთ თანამედროვე ქრისტიანულ მთავრობად – ეს არის ერთადერთი სწორი შესატყვისი ჩვენი ქმედებებისა…“

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით ბრიუსელსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს ბუდაპეშტისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ:

„ბრიუსელსა და სხვა ევროპელებს აქვთ სხვა შეხედულებები ომთან დაკავშირებით. მშვიდობის მომხრე ხელისუფლებები ჰყავთ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პატარა უნგრეთს ევროპაში. სხვა ხელისუფლებებს ურჩევნიათ, გააგრძელონ ომი, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ უკრაინას შეუძლია, ფრონტის ხაზზე გამარჯვება, რაც არის ამ საკითხის არასწორი აღქმა…“

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთთან ომის მოგება, რაზეც ვიქტორ ორბანის პასუხი იყო – „სასწაულებიც ხდება“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთს ჰყავს სწორ პოლიტიკაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ხოლო ვიქტორ ორბანი, მისივე თქმით, „ბრწყინვალე და ყველასგან პატივცემული ლიდერია“:

„არ არის აუცილებელი, ზოგიერთ ლიდერს მოსწონდე, მაგრამ თუკი დააკვირდებით მის პოლიტიკას მიგრაციისა და სხვა მიმართულებების მხრივ და თუ შეხედავთ ევროპას, დაინახავთ, რომ მათ, ევროპელებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს მიგრაციასთან დაკავშირებით. ეს ძალიან დიდ ტკივილს აყენებს მათ. ამ კაცს კი არ დაუშვია შეცდომა. შემიძლია, გითხრათ, მე მომწონს ის და პატივსაც ვცემ. უნგრეთს სწორად მართავენ და ამიტომაც ის წარმატებას მიაღწევს მომავალ არჩევნებში…“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend