მთავარისაქართველო„გვსურს, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი“ - ირაკლი კობახიძე

„გვსურს, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი“ – ირაკლი კობახიძე

ჩინეთში ვიზიტით მყოფი პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

თუმცა, სანაცვლოდ ის მოითხოვს ევრობლოკში არსებული მდგომარეობის „რადიკალურად შეცვლას“. ირაკლი კობახიძე „ტრაგიკულ მდგომარეობად“ აფასებს, როგორც თავად ამბობს, „ევრობიუროკრატიის“ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ:

„ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობასა და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც. სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები…

ჩვენ გვსურს, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend