მთავარიკულტურა„გზას ავცდი” - P. Diddy განაჩენის მოლოდინში

„გზას ავცდი” – P. Diddy განაჩენის მოლოდინში

რამდენიმე საათში ნიუ-იორკის ფედერალური მოსამართლე შონ კომბსის, იმავე P. Diddy-ის განაჩენს გამოაცხადებს. მანამდე ნაფიცი მსაჯულების მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნობილი რეპერი და პროდიუსერი მოსამართლეს ვრცელი წერილით მიმართავს და სასჯელის შემსუბუქებას სთხოვს, წარსულში ჩადენილ დანაშაულს კი, ნარკოდამოკიდებულებას აბრალებს.

წერილში იგი ბოდიშს იხდის „ყველა ტკივილისა და ზიანისთვის“, რომელიც გამოიწვია და ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც ბრუკლინის ციხეში 13 თვე გაატარა, სრულიად შეიცვალა. წერილში კომბსი ბოდიშს უხდის ყოფილ პარტნიორს, კესი ვენტურას, რომლის თქმითაც, რეპერი მასზე ძალადობდა.

„მეშინია, რომ თუ მას გაათავისუფლებენ, მისი პირველი ქმედება იქნება სწრაფი შურისძიება ჩემსა და სხვებზე, ვინც სიმართლე თქვა“, – ასე მიმართავს თავად კესი ვენტურა მოსამართლეს, რომელმაც შონ კომბსის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„მას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ შეიცვალოს, ან უკეთესი ადამიანი გახდეს. იგი ყოველთვის დარჩება სასტიკ, ძალაუფლების მოყვარე მანიპულატორად“, – წერს კესი ვენტურა.

შონ კომბსი, იგივე P. Diddy, ივლისში ნაფიცმა მსაჯულებმა პროსტიტუციის ხელშეწყობაში ცნეს დამნაშავედ, თუმცა გაამართლეს მისთვის წარდგენილ ყველაზე მძიმე ბრალდებებში, მათ შორის, სექსუალურ ტრეფიკინგში, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახლა მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემურება. პროკურატურა კომბსისთვის სულ მცირე 11-წლიან პატიმრობას ითხოვს. კომბსის ადვოკატები კი მის გათავისუფლებას ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend