მთავარისაქართველოსომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სომხეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო.

კონკრეტულად კი, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების ინიციირება”, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთოსთვის ერთობლივი მიმართვა, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ – ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების დაცვითა და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე მან ისაუბრა პროექტზე „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.

ამავე ინფორმაციაში წერია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯარო მხარდაჭერისათვის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძის გარდა ასევე ესაუბრა სხვა ქვეყნების ლიდერებსაც, მათ შორის იყო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend