მთავარისპორტიილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია!

ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია!

ილია თოფურიამ ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ამ გამარჯვებით „ელ მატადორი” UFC-ის ორი წონის ჩემპიონი გახდა.

დაუმარცხებელი ქართველი ჩემპიონი (17-0) მსუბუქი წონის ახალი მეფეა! მის ანგარიშზე პროფესიულ კარიერაში 17 გამარჯვებაა და არცერთი მარცხი. აღსანიშნავია, რომ ამ მოგებებიდან 15 არის ფინიშით, რაც დროზე ადრე გამარჯვებას ნიშნავს. მისი მეტოქე, ჩარლზ „დუ ბრონქს” ოლივეირა, ამ წონის ყოფილი ჩემპიონი და UFC-ის რეკორდსმენია. მის ანგარიშზეა ორგანიზაციაში ყველაზე მეტი ფინიშით გამარჯვება (20).

ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირება, ლას ვეგასი, აშშ, 28 ივნისი, 2025 წელი Copyright AP Photo/John Locher

ილია თოფურიამ ამ ბრძოლით საღამოს საუკეთესო პერფორმანსის ჯილდო და ბონუსად 50 000 დოლარი მიიღო.

გამარჯვების შემდგომ მაყურებელმა ილია თოფურიას წინაშე მისი სავარაუდო მეტოქე, პედი პიმბლეტი, იხილა. ოქტაგონის ცენტრში ბრიტანელ მებრძოლთან ქართველ მატადორს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოუვიდა.

UFC 317 აშშ-ში, ლას ვეგასში გაიმართა. ღონისძიებას 19 800 მაყურებელი ესწრებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend