მთავარიაზიაისრაელიდიდმა ბრიტანეთმა ისრაელის მთავრობის 2 მინისტრი დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის მთავრობის 2 მინისტრი დაასანქცირა

დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰამიშ ფალკონერმა ლონდონში, თემთა პალატაში განაცხადა, რომ ორ ულტრამემარჯვენე ისრაელელ მინისტრს დაასანქცირებენ.

დიდ ბრიტანეთთან ერთად მინისტრებზე სანქციებს აამოქმედებს ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და ნორვეგია.

იტამარ ბენგვირსა და ბეცალელ სმოტრიჩს, ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ.

მათ აქტივების გაყინვა და ზემოთ ხსენებულ ხუთ ქვეყანაში მოგზაურობა აეკრძალებათ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend