მთავარისპორტისაქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 3 ივნისს კვიპროსს უმასპინძლებს

საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 3 ივნისს კვიპროსს უმასპინძლებს

საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 3 ივნისს კვიპროსის ქალთა ეროვნულ ნაკრებს მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრები 6 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო კვიპროსი 7 ქულით მეორე ადგილზეა. ამ თამაშის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 9 ქულით მეორე ადგილზე გადავა ჯგუფში და კიდევ უფრო მიუახლოვდება ერთა ლიგის B დივიზიონში აღზევებას.

2 ივნისს ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ნაკრების ფეხბურთელმა ნინო ჩხარტიშვილმა კი მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ კვიპროსს უკვე მეოთხედ ვხვდებით. წინა 3 დაპირისპირებიდან 2-ში გავიმარჯვეთ, 1 კი გასვლაზე კვიპროსში წავაგეთ. ჩემი ფეხბურთელები კვიპროსის ნაკრებს ძალიან კარგად იცნობენ და მზად არიან ამ დაპირისპირებისთვის. ყვითელი და წითელი ბარათების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. თუმცა 23 ფეხბურთელი მზადყოფნაში გვყავს და ისინი ყველაფერს გაიღებენ, რომ სახლში, თავიანთი გულშემატკივარი გაახარონ. თეონა ბაქრაძე კარგ ფორმაშია. ანდორასთან მატჩში დაისვენა და ახლა მზად არის. მისგან და არამარტო მისგან, სხვა გოგონებისგანაც შედეგიან თამაშს ველით”, – ამბობს ირის ანტმანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend