მთავარიმსოფლიოგრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში „დემოკრატიულმა პარტიამ" ხმათა უმეტესობა მოიპოვა

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში „დემოკრატიულმა პარტიამ” ხმათა უმეტესობა მოიპოვა

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმეტესობა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ” (Demokraatit) მოიპოვა. „დემოკრატიულ პარტიას” 29.9%-იანი მხარდაჭერა აქვს.

არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წიაღისეულით მდიდარი კუნძულით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ის აშშ-ის ტერიტორია უნდა იყოს. მისი თქმით, კუნძული შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ცენტრისტულ-მემარჯვენე „დემოკრატიულმა პარტიამ” ტრამპის რიტორიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ გრენლანდიის მომავალი თავად გრენლანდიელებმა უნდა გადაწყვიტონ. კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა და მდიდარია იშვიათი მიწის მინერალებით, რომლებიც საჭიროა როგორც მობილური ტელეფონების, ისე განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისთვის. არქტიკული კუნძული ასევე მასპინძლობს აშშ-ის საჰაერო ბაზას და მდებარეობს ჩრდილოეთ ატლანტის მნიშვნელოვან საჰაერო და საზღვაო მარშრუტებზე.

გრენლანდიაში „დემოკრატიული პარტიის” მაღალი რანგის წარმომადგენელი პოლ პეტერსენი არ ელოდა პარტიის ასეთ დიდ გამარჯვებას.

ამომრჩეველთა რიგი საარჩევნო უბანთან, ნუუკი, გრენლანდია, 11 მარტი, 2025 წელი Copyright AP Photo/Evgeniy Maloletka

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდით სხვა ტიპის არჩევნებს, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არა. ეს დიდი სიურპრიზია მრავალი ადამიანისთვის, მათ შორის გრენლანდიელი ხალხისთვისაც. ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ უკვირს ეს შედეგი. ჩემი მთავარი ინტერესი ის იყო, რომ გეოპოლიტიკურ გავლენებზე გვეფიქრა. გავაანალიზეთ და ვთქვით: რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ პოზიციაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად? ვცდილობთ, ვიყოთ მშვიდად, ვიყოთ კონცენტრირებული და ვიმუშაოთ გრენლანდიის საკითხებზე. უნდა ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ, მაგრამ ამავე დროს არ მოვადუნოთ ყურადღება გლობალურ საკითხებზე. ჩვენ ვხედავთ ომს უკრაინაში, გარემოს სწრაფ ცვლილებებსა და სხვა საკითხებს, რომლებსაც უნდა მივხედოთ.  ასე რომ, ვფიქრობ, ამან რაღაც გავლენა იქონია არჩევნებზე, მაგრამ ზუსტად როგორ და რამდენად – არ ვიცი”, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელმა პოლ პეტერსენმა.

გრენლანდია 1953 წლიდან დანიის ტერიტორიაა, ის სიდიდით ტეხასის შტატს სამჯერ აღემატება. ავტონომია მან 1979 წელს მოიპოვა, როცა მისი პირველი პარლამენტი ჩამოყალიბდა, თუმცა მის საგარეო პოლიტიკას, თავდაცვისა და ფინანსურ საკითხებს კვლავ კოპენჰაგენი აკონტროლებს და გრენლანდიის ეკონომიკაში წელიწადში 1 მილიარდ დოლარს დებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend