რამდენიმე ამერიკულმა მედიამ წყაროზე დაყრდნობით, ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა გასცა ბრძანება, შეჩერდეს კიბეროპერაციები რუსეთის წინააღმდეგ.
Washington Post-ის წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, მიზეზი რუსეთსა და აშშ-ს შორის დაწყებული მოლაპარაკებაა, რომლის ფარგლებშიც მიღებული პრაქტიკაა გარკვეული დროით კიბერთავდასხმის შეჩერება.
პენტაგონში ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.