სალომე ზურაბიშვილი დაესწრო პრეზიდენტ ტრამპის წინასაინაუგურაციო წვეულებას, რომელიც ვაშინგტონში გუშინ საღამოს, 17 იანვარს, გაიმართა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ამ თავყრილობაზე ყოფნის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს თავად ზურაბიშვილმა და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომლის მიწვევითაც ზურაბიშვილი 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას უნდა დაესწროს.
I am grateful to bring together two great patriots President @Zourabichvili_S & Secretary of State @marcorubio to safeguard the strong US-Georgia relationship and defeat the tyrannical Ivanishvili regime pic.twitter.com/WO0I6ETqZs
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 18, 2025
გუშინ საღამოს კონგრესმენმა უილსონმა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთსა და არჩეული პრეზიდენტის ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს, წარუდგინა.