NASA-ს კოსმოსური ხომალდი იუპიტერის მთვარისკენ მიფრინავს, რათა გაარკვიოს ხომ არ არის „ევროპაზე” სიცოცხლის შესაფერისი პირობები.
ხომალდს იუპიტერამდე მისაღწევად ნახევარი წელი დასჭირდება, სადაც ის გიგანტური გაზის პლანეტის ორბიტიდან იუპიტერის თანამგზავრ „ევროპაზე” გადავა.
მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ იუპიტერის თანამგზავრის ყინულოვანი ქერქის ქვეშ უზარმაზარი ოკეანე არსებობს. ხოლო სადაც წყალია, იქ შეიძლება სიცოცხლეც იყოს.
ხომალდი სახელად „ევროპა კლიპერი“ არ ეძებს სიცოცხლეს, მას არ აქვს სიცოცხლის აღმომჩენი დეტექტორები. სამაგიეროდ, კოსმოსური ხომალდი ეძებს ორგანულ ნაერთებს და სხვა მინიშნებებს, სიცოცხლის არსებობისათვის შესაძლო გარემოს თაობაზე.