მთავარისაქართველო“ვარდისფერი ოქტომბერი”

“ვარდისფერი ოქტომბერი”

“ევროპა დონა საქართველოს’ ორგანიზებით, “ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოეწყო.

ორგანიზატორების თქმით, ამ აქტივობის მიზანია, ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა დაავადების დროული დიაგნოსტირება მოხდეს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პაციენტს ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა და უწყვეტი მკურნალობა.

საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ამავე დროს ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას მისი განკურნება უფრო ადვილია.

“ვარდისფერი ოქტომბერი” ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში სხვადასხვა აქტივობა იმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend