საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. ეს საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია ბოლო 24 წლის განმავლობაში.
სამდღიანი მოგზაურობის მიზანი ევროკავშირის ისტორიულად წამყვან ძალებს შორის ურთიერთობის გამყარებაა.
ვიზიტი გასული წლის ივლისში იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო საფრანგეთში მომხდარი არეულობის გამო, რომელიც პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი ხშირად სტუმრობს გერმანიას და ბერლინი და პარიზიც ერთმანეთთან ათანხმებენ თავიანთ პოზიციებს ევროკავშირთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია მას შემდეგ, რაც გერმანიას 2000 წელს ჟაკ შირაკი ეწვია.
ვიზიტი მოეწყო ევროკავშირის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც 6-იდან 9 ივლისის ჩათვლით უნდა გაიმართოს.
ფსონები კი არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, როგორებიცაა უკრაინაში მიმდინარე ომი, ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი, გლობალური დათბობა და კიდევ სხვა მრავალი პრობლემა, საკმაოდ მაღალია.