უნგრელი ოპოზიციონერის, პეტერ მაგიარის, ხელმძღვანელობით ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ბუდაპეშტში.
პეტერ მაგიარი არის ხელისუფლების ყოფილი წევრი, რომელიც დღეს გვევლინება “ფიდეშის” ყველაზე მწვავე კრიტიკოსად. მას სურს გააერთიანოს პრემიერ-მინისტრ ვიკტორ ორბანის მმართველობითა და ოპოზიციით იმედგაცრუებული ამომრჩეველი.
“დაუბრუნეთ ხალხს არჩევანის თავისუფლება. დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა ხელისუფლების სათავეში კორუმპირებული ძველი ელიტა თუ ახალი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი ძალა”, – განაცხადა პეტერ მაგიარმა.
მაგიარი საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს, რათა უნგრელებს მომავალ არჩევნებში ალტერნატივა ჰქონდეთ.