საერთაშორისო დახმარების სააგენტოები ისრაელის საომარი მოქმედებების ფონზე აძლიერებენ ძალისხმევას, რათა ღაზაში დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი იყოს.
რაფაჰის საზღვარზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ანაწილებენ საკვებს ახლახან გახსნილ საცხობში.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელი პალესტინაში აცხადებს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაახლოებით მილიონ 400 ათასს ადამიანს მიაწოდა საკვები, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის და ღაზაში ყველა ისევ მშიერია.
Many children in Gaza are facing severe acute malnutrition.
UNICEF’s expert on nutrition breaks down what happens in a child’s body when they can’t get food. https://t.co/iO9GGIAaTn
— UNICEF (@UNICEF) January 14, 2024
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 24 ათასს აჭარბებს. ღაზაში იძულებით გადაადგილებულებს ზამთრის ცივ ამინდებში კიდევ უფრო მეტად უჭირთ საკვები პროდუქტებისა და უსაფრთხო ადგილის მოძიება.
გაეროს ინფორმაციით, ღაზის ორი მილიონ 300 ათასი მოქალაქიდან უმეტესი ნაწილი შიმშილობს და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.
ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე იზრდება რეგიონული დაძაბულობის საფრთხე.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ლიბანში, სირიაში, ერაყსა და იემენში პალესტინელების დასახმარებლად საჰაერო იერიშებს უწევენ ორგანიზებას.