რატომ ევროპა? – ფოტოგრაფ ანა გოგუაძის ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა გაიმართება თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 13 და 14 დეკემბერს.
ანა გოგუაძე რამდენიმე წელია ევროპის ქვეყნებში ეტლით მოგზაურობს და ფოტოების სერიას ქმნის, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე გვიყვება.
ფოტოსესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ავტორი ყველა ფოტოს ერთი რაკურსიდან, ეტლიდან იღებს, რაც ფოტოებს განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფონდი კეტარის წარმომადგენელმა, ნინია მედულაშვილმა და ფოტოგრაფმა, ანა გოგუაძემ ისაუბრეს.